„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ – ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს.

მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის პარტიებთან არ არიან კავშირში.

„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ – საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ გვქონდა, რაც თავისთავად სერიოზული დაბრკოლება იყო, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი და მთავარი მიზეზი.

ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი საარჩევნოდ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისგან, რომ მათთან ერთად და მათი სახელით მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც „ევროპულ საქართველოში“ მოხდა და იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც ხმების გაფლანგვასთან დაკავშირებით გვესმის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და მედიის უმრავლესობისგან, სხვა სუბიექტის სახელით არჩევნებში ორი თვით ადრე ჩართვა მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების ნაწილის გაწბილების, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ სპექტრის უდიდესი ნაწილის არათანმიმდევრულობით, პოპულიზმით, უპრინციპობითა და არაკომპეტენტურობით – არაერთი ჩვენი მომხრე და ზოგადად, მოქალაქე საჯარო თუ კერძო კომუნიკაციისას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც კი ყოყმანობს, რადგან მათ, რბილად რომ ვთქვა, არ აქვთ რწმენა, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სპექტრი თავს გაართმევს ქვეყნის წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევებს.

ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იმ მასშტაბისაა, რომ ყველა ამ არგუმენტს გადაწონის.

ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ ყველამ, რათა ქვეყანა ფუნდამენტური საფრთხისგან, ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან ვიხსნათ.

ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა ყოველდღიურად ზრდის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი თავისუფლებისთვის და თუ ჩვენ ამ ისტორიულ მონაკვეთში ვერ გამოვიყენებთ შანსს და ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ამის უმძიმეს ფასს შემდგომი თაობები გადაიხდიან.

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება შეძლებს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, მათ შორის ამ პრობლემასთან გამკლავებას და ჩვენი გუნდი ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ამოცანა შესრულდეს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება კვლავ ერთი პოლიტიკური გუნდის, კლანის, ბელადისა და მასთან დაკავშირებული ოლიგარქის ხელში არ აღმოჩნდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველას, ვისთვისაც ჩვენი აზრი საინტერესოა, მოვუწოდებთ, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ:

  1. ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ.
  2. ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.
  3. და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება.

ამასთან, ჩვენი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.

ამასთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ერთობლივი ანტი-ქართული, ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის გაგრძელება, რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ.

აფხაზთა კრებასთან, თავისუფლების ინსტიტუტსა და ტაბულასთან ერთად ზეგ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” კამპანიის ფარგლებში გვექნება ფილმის ჩვენება და დისკუსია საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები, ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი გახსნიან.

19:00 საათზე დაიწყება ჩემი და თამუნას ფეისბუქლაივი, სადაც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე და ჩვენს ხედვებზე.

26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ წყვდიადში”, – წერია ბოკერიას განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 93
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 86
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 85
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 83
    პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა: პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; გარემოს დაცვისა და სოფლის…
  • 82
    ედუარდ კოკოითი - საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროსსაქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას. „თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მშვიდობისა…