სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! – ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, დოპლეროგრაფია, კარდიოგრამა, შაქრის განსაზღვრა სისხლში. 300-ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო მომსახურება, კვალიფიციური კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური დანიშნულება.

აქცია დაიგეგმა კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით.

კომპანია შემოქმედის თემის ტერიტორიაზე ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება გარკვეული სოციალური აქტივობები ადგილობრივებთან შეთანხმებით.

საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკით აღიარებული რეგულაციები გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას კომპანიას ავალდებულებს შემარბილებელ ღონისძიებებთან ერთად თემში სოციალური საკითხების მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს.

მიმართულების და აქტივობების განსასაზღვრად, პროექტის მიმდებარე დარსებულ სოფლებში, კარდაკარის და სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციის  ფორმატით, არაერთი შეხვედრა  ჩავატარეთ.შეხვედრების  მიზანი  ინფორმაციისგაცვლაგამოცვლა და  სოფლებში არსებული საჭიროებების კვლევა იყო. მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ გეგმა, სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით: საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და  სამედიცინო, მათ შორის შშმ პირების დახმარების დამხარდაჭერის  პროექტები.

სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ამ აქციაში სიამოვნებით შემოგვიერთდა მაღალი პასუხისმგებლობის კლინიკა ვივამედი,“ რომლის ექიმებმაც ამ კონკრეტულ აქციაზე 300-ზე მეტი პაციენტი მიიღეს. ექიმებმა აქციის ბოლოს კონსილიუმის ფარგლებში შეაფასეს რეგიონში გამოკვეთილი სამედიცინო პათოლოგიები, რომლის დამუშავების შემდეგ  „პარვუს ჯგუფი“ მომავალშიც დაგეგმავს საჭირო და ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო მიმართულების აქციებს და პროფილურ გამოკვლევებს.“ – ამბობს კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ეკა ნონიაშვილი.

კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მადლობას უხდის „ვივამედის“კლინიკის ხელმძღვანელებს და აქციაში მონაწილე ექიმებს გულისხმიერებისთვის და პროფესიონალური მომსახურებისთვის.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 78
    ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
  • 72
    გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცხოვრე დიდხანს!2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ…
  • 69
    მულტიპროფილური სამედიცინო აქცია გურიის მოსახლეობისთვის „პარვუს ჯგუფისგან“31 აგვისტოს და 1 სექტემბერს გურიის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით  სამედიცინო აქცია ჩატარდება. კომპანია „პარვუს ჯგუფის“გურიის სოციალური პროექტების ფარგლებში დიაგნოსტიკური და სკრინინგული კვლევების უფასო აქცია შემოქმედის თემში, სოფელ გომსა და შემოქმედში გაიმართება. მსურველებს ჩაუტარდებათ კონსულტაციები და ექოსკოპიური კვლევები შემდეგი მიმართულებით:კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, მამოლოგია, უროლოგია, ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია,…
  • 66
    ტრამპი 500 მილიარდიან პროექტს იწყებს, სიმსივნის განკურნების მიზნით - როგორია გეგმა: „შეიქმნება ვაქცინა..."დო­ნალდ ტრამ­პი 500 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექტს იწყებს _ გეგ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით Stargate, მიზ­ნად ისა­ხავს მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბის შეკ­რე­ბას კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის მიზ­ნით. AI ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რებ­თან OpenAI-სთან, SoftBank-თან და Oracle-თან ერ­თად და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს "უზ­რუნ­ველ­ყოს ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი“. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, და­ფი­ნან­სე­ბამ შე­საძ­ლოა 500 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წი­ოს. მისი ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია…
  • 63
    ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობსმზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმები ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ. „დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი…