ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ფირას აბიადმა განაცხადა, რომ ავიაიერიშების გამო ათასობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
მსოფლიო ლიდერები მხარეებს თავშეკავებისა და ყოვლისმომცველი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 72
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 70აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 70
ირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს. - 70
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 69სუმზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი. შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.