27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო სკოლის გუნდები. პროექტის შესაბამისად, I ეტაპზე გაიმართა მუნიციპალიტეტების ჩემპიონატები საჯარო სკოლებს შორის. გურიის რეგიონიდან ოლიმპიადაში 30-მდე სკოლამ მიიღო მონაწილეობა და მუნიციპალიტეტებში გაიმარჯვეს: ოზურგეთის N4 საჯარო სკოლამ, ლანჩხუთის N2-სოფელ ჯურუყვეთის საჯარო სკოლამ და ჩოხატაურის ნ.მარის სახელობის N1 საჯარო სკოლამ. ოზურგეთში, სწორედ ეს სკოლები დაუპირისპირდა ერთმანეთს გურიის რეგიონის ჩემპიონობისათვის, რაც თავის მხრივ ნიშნავს, გამარჯვებული შეუერთდეს სხვა რეგიონების (სულ12) ჩემპიონებს და დასკვნით, III ეტაპზე (თბილისში) იბრძოლოს ნონას თასისათვის და შესაბამისად, საპრიზო ადგილებისათვის.
უნდა აღინიშნოს,რომ ოლიმპიადის მიმართ გულშემატკივრების ინტერესი განსაკუთრებულად მაღალი გამოდგა. მის მიმდინარეობას, მშობლების, ოჯახის წევრების,ნათესავების, სკოლების წარმომადგენლების და თუნდაც რიგითი ჭადრაკის მოყვარულთა სახით უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
მიუხედავად იმისა მონაწილეთა უმეტესი ნაწილის სათამაშო დონე ჯერ კიდევ ვერაა სათანადო კონდიციამდე, მაინც მათი ჭადრაკის მიმართ სიყვარული, სპორტული ჟინი და მონდომება აშკარად თვალსაჩინო იყო.
შეჯიბრება,რომელიც წრიული სისტებით(ერთ წრედ) წარიმართა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონმა სოფ.ჯურუყვეთის საჯარო სკოლამ მოიგო.გუნდმა, შემადგენლობით_ ალექსანდრე დობორჯგინიძე,, მიხეილ ჭყონია, ლილიანა თავდგირიძე და ელენე საგინაძე ,ორივე მეტოქეს აჯობა და შედეგიც დამაჯერებელი აჩვენა. მეორე ადგილზე ოზურგეთელები –(გაბრიელ სალუქვაძე, ანასტასია ბაქანიძე, ალექსანდრე ცხომელიძე და დამიანე ქავთარაძე) გავიდა,ოზურგეთელებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა , მესამე ადგილზე გასული ჩოხატაურის სკოლა(დემეტრე დოლიძე,ერეკლე კუტუბიძე,დაჩი კვინტრაძე, გურამ ჯღენტი).
დაფების მიხედვით, ყველა პარტიის მოგებით საუკეთესონი იყვნენ: გაბრიელ სალუქვაძე (I დაფა), მიშა ჭყონია (II დაფა),ელენე საგინაძე (IV დაფა). ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი,სახელგანთქმული მოჭადრაკე და წარმატებული საჭადრაკო მოღვაწე, დიდოსტატი გია გიორგაძე, რომლის მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს ადგილობრივმა ჭადრაკის მოყვარულებმა და მასთან სურათების გადაღების სურვილიც დაიკმაყოფილეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა და მის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ნინო გორდეზიანის ხელმძღვანელობით. მანვე გამარჯვებული-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის საჯარო სკოლის გუნდი დააჯილდოვა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული თასით, ოქროს მედლებით და დიპლომებით. შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა მომდევნო ადგილებზე გასული ოზურგეთისა და ჩოხატაურის სკოლები. ასევე, სამივე სკოლა, როგორც მუნიციპალურ ჩემპიონატებში გამარჯვებულები დაჯილდოვდა ოქროს მედლებით და დიპლომებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სახელით, გია გიორგაძემ, წარმატებულ მოჭადრაკეებს გადასცა ფასიანი საჩუქრები და წიგნები და ალბომები საჭადრაკო თემაზე,
ღონისძიების დახურვაში მონაწილეობდნენ ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლობამ დადებითად შეაფასეს ღონისძიების ორგანიზების დონე და მისი მასპინძლობისათვის მადლობა გამოხატეს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბის მიმართ.
+13
ყველა რეაქცია:

Zurabi Andguladze და 1 სხვა

მსგავსი სტატიები

  • 91
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 89
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 89
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…
  • 88
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 87
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…