უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების მიერ ქალაქ პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა.
„ამჟამად არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ნაწილობრივ დაინგრა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის ცნობილია 41 გარდაცვლილის შესახებ“, _ აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა საჭირო სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.
მსგავსი სტატიები
- 75სუმზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი. შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
- 74
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 71
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 69
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…
- 68
რუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში…