საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტია – უკრაინული ჩერკასის წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური კაირათის მცველი ლუკა გადრანი.

ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება, C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

მსგავსი სტატიები

  • 76
    ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საართველოს ჩემპიონიაოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს ჩემიონია. ვულოცავთ!
  • 75
    საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში!საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მათ გადამწყვეტ მატჩში 120 წუთიანი ნულოვანი ფრეს შემდეგ  პენალტების სერიაში საბერძნეთის ძლიერი ნაკრები 4:2 დაამარცხეს! ვულოცავთ სრულიად საქართველოს!
  • 74
    გიორგი თოხაძე ვერცხლის პრიზიორია!ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების აღზრდილმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი თოხაძემ (55 კგ) ანტალიაში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ვეჰბი ემრეს მემორიალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  მწვრთნელები - ძმები ზურაბიანები.  საქართველოს ნაკრები თურქულ ტურნირზე არასრული შემადგენლობით გამოდის.
  • 74
    ოქროს ქამრები ჩვენია!კიკბოქსინგში ოქროს ქამრისა და მედლების მფლობელებს სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, ასევე მოადგილე გიორგი კალანდაძე დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 12 - 13 -14 აპრილს ქ. ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა კიკბოქსინგელებმა და შინ ორი ოქროს ქამარი…
  • 73
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…

არ გამოტოვოთ