_ ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან  შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.

„სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი გიორგი გახარიასა და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე.

იცით, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი. 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება, პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. მოგვიანებით ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვარ. არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე პირადად შევძელი, ბადრიმაც… დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, კოალიციაშია ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციაში პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ.

მე რადგან აქ ვლაპარაკობ და მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. საბოლოო ჯამში, ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება, როგორც კი ხელი ეწერება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის მიუხედავად, ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, „ლელო“-სა და გახარიას პარტია შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ ეს აღარაა „ლელო“ არის „ძლიერი საქართველო“ და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები“,_  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია“, _  ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 81
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 76
    „ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში“„შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში“ _წერს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენებდე ფეისბუქგვერდზე. „სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავსმოხვეული, როგორც ქართული ოცნების. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან…
  • 75
    კიმბერლი ლოუ: _ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად,ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით, შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის,…
  • 74
    მამუკა მდინარაძე - ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესიჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
  • 74
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…