ჩეხეთის დედაქალაქ ქ. პრაღაში დამთავრა ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, რომელშიც 8,10,12,14,16 და 18 წლამდე ასაკის, კონტინენტის უძლიერესი გოგონები და ჭაბუკები მონაწილეობდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 1300-ზე მეტ მონაწილეს შორის, საქართველოს 25 წარნომადგენელი ასპარეზობდა. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ქართველმა ახალგაზრდებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. მათგან 8 წლამდე ასაკში ლილე სვანაძემ და 14 წლამდე ასაკში მარიამ კალანდაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ხოლო კესარია მგელაძე(14წ) ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. 16 წლამდე ასაკში დიდებულად ითამაშა მარიამ ცეცხლაძემ.მან 7-7 ქულით I-IV ადგილები გაიყო,რეიტინგიც კარგად მოიმატა, თუმცა შვეიცარიული სისტემის დამახასიათებელმა უიღბლობამ მედალი არ შეახვედრა. ზოგადად ქართველმა მოჭადრაკეებმა კარგი შედეგებით დაამთავრეს ჩემპიონატი. 25-დან ოცმა მოჭადრაკემ მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა რეიტინგი, ანუ შესაძლო ქულების 60% და მეტის აღება.( მხოლოდ ორ მოჭადრაკეს დაუფიქსირდა რეიტინგის კლება).
ჩემპიონატში კარგად ითამაშა 10 წლამდე ასაკში მოასპარეზე ოზურგეთელმა ლაზარე ჩხარტიშვილმა.მან ქულების 60% აიღო და რეიტინგული მაჩვენებლის მომატებით, ერთერთი საუკეთესო შედეგი(105,2)აჩვენა, პრაქტიკულად მან შარშან მსოფლიო პირველობაზე ნაჩვები შედეგი გააუჯობესა და იმედია უკეთესი მიღწევა ექნება წელსვე, ნოემბერში მსოფლიო პირველობაზე,სადაც მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში მაღალ რეიტიმგულ მოჭადრაკეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ, წინა პლანზე წამოიწია ისეთი ქვეყნები, რომლებიც ადრე არასაჭადრაკო ქვეყნებად მიიჩნეოდა, მაგრამ დღეს სერიოზულ კონკურენციას ქმნიან ყველა დონის საჭადრაკო შეჯიბრებებში. ჩემპიონატში მონაწილეთა დონით თუ ვიმსჯელებთ, იგი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ჩვენი მოჭადრაკების შედეგები უდავოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 58
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 57
ქ.ბათუმში დამთავრდა საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველობა ჭადრაკში 8,10,12,14, 16 და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელშიც განსაკუთრებული მიღწევების მქონე 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. გურიის რეგიონიდან ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკის 20-მდე მონაწილე იყო ჩართული, რომლებმაც ეს უფლება I ლიგაში და რეგიონალურ პირველობებში მიღწეული წარმატებებისათვის მიიღეს. ჩემპიონატში ავტომატურად იყო ჩართული, ქვეყნის შარშანდელი…
- 57
· 4 მაისს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ღია საგაზაფხულო მუნიციპალური ჩემპიონატი 13 და 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც 17 მონაწილე იყო ჩართული. იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით(15 წუთი, პლუს თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით) შვიდ ტურად ჩატარდა. მასში ძირითადად ის მოჭადრაკეები ღებულობდნენ მონაწილეობას, რომლებიც კარგი სათამაშო კლასით და მიღწევებით გამოირჩევიან.…
- 55
27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 55
ქ,ქუთაისში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი 9,11,13 და 15 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. რომელშიც მონაწილეობდა ოზურგეთელი 10 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი. მან თავიდანვე ჩაიგდო ხელში ლიდერობა და გამარჯვებით დაასრულა ჩემპიონატი. იგი უკვე ორგზის ჩემპიონია. სასიხარულოა, რომ, მან როგორც შარშან, წელსაც წარმატებით დაიწყო სპორტული სეზონი და იმედია, უკვე მოპოვებული საგზურით, მსოფლიო და…