საქართველოს რკინიგზის” ცნობით, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს არა შტადლერის მატარებელი, არამედ “ჯრტ”-ის ტიპის მატარებელი შეასრულებს.

ამ ორ მატარებელს სხვადასხვა რაოდენობის მზგავრების გადაყვანა შეუძლია, რის გამოც რკინიგზა ამბობს, რომ მზგავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი ავტობუსიც.

გარდა ამისა, რკინიგზა ამბობს, რომ 6 სეტემბრიდან გაუქმდება შტადლერის №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

“გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებლი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს, თბილისში, სარკინიგზო ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ორივე დაღუპული რკინიგზის თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    (მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 64
    თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო ორი ადამიანი გარდაიცვალაქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ლიანდაგზე სამუშაოებს ახორციელებდნენ. „დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის…
  • 61
    საქართველოს რკინიგზა - რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ - მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებსმძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათი ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებს. „ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად…
  • 61
    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ SILVAR-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი…
  • 59
    3 მარტიდან მატარებელი თბილისი-ოზურგეთი-თბილისი იმოძრავებსსაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომელი რეისი შესრულდება 3-4 მარტს და რომელი გაუქმდება: “…გაცნობებთ, რომ 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი-ბორჯომი; ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ: 3 მარტს – №685 ბორჯომი-თბილისი; 3-4 მარტს: №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №684/683…