#ჩვენ ერთად ვაშენებთ

2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები – არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ასევე, მოინახულეს108 მეგავატის სიმძლავრის დარიალი ჰესიც, რომელიც წლიურად 500 მლნ კვ/სთ-ს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და რომლის განმახორციელებელი კომპანიაა სს „დარიალი ენერჯი“.

ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებს  მშნებელობის მიმდინარეობასა და სამშენებლო გეგებზე ესაუბრა. გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების ოფიცერმა, მარიამ ვაჩნაძემ წარადგინა პრეზენტაცია გარემოსდაცვითი და ცოციალური პროექტების მიმდინარეობის შესახებ. მან ვრცლად ისაუბრა კვლევებსა და მონიტორინგის აღსრულებაზე. ასევე, საბჭოს წევრებს წარუდგინა ყოველკვარტლური კვლევების შედეგები, რომელსაც მოწვეული ექსპერტები ატარებენ და შემარბილებელი ღონისძიებების მიმდინარეობა, რომელსაც კომპანიის გარემოსდაცვის გუნდი აღასრულებს უცხოელი მკვლევარების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით.

„ჩვენი პრიორიტეტია პასუხისმგებლიანი მშენებლობა და მშნებელობის განვითარების კვალდაკვალ,პროექტის დასაწყისში კვლევების ეტაპზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სამოქმედო გეგმის აღსრულება დამონიტორიგნი. . ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი ძალიან დეტალურად მიუყვება ამ გეგმას და აღასრულებს ყველაინიციატივას, როემლიც გაწერილია ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც თავის მხრივ გზშ-ს დოკუმენტსი ნაწილია. კვლევებს კვარტალში ერთხელ აწარმოებენ მოწვეული, დამოუკიდებელი ექსპერტები. შემარბილებელ ღონისძიებებზე კი, ჩვენი გუნდი ზრუნავს. სასიახარულოა ის ფაქტი, რომ მკვლევარების მიერ დაფიქსირებული შედეგები ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პირობებში,  ცხოველებისა და ფრინველების ჰაბიტატი პასუხობს მათთვის მისაღებ საარსებო გარემოს პირობებს“ _ განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების ოფიცერმა, მარიამ ვაჩნაძემ.

მრჩეველთა საბჭოს წლის ბოლო, რიგით მეოთხე შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის თვეშია დაგეგმილი.

არაგვი ჰესი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თეთრ არაგვზეა განთავსებული, 2013 წლის შემოდგომაზე შევიდა ექსპლუატაციაში. მისი დადგმული სიმძლავრე 8.66 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება – 45-50 მლნ კვტ.სთ. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით. არაგვი ჰესი 2 ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სადგური 2019 წელს შევიდა ექპლუატაციაში. მისი დადგმული სიმძლავრე 1.95 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება – 12-13,5 მლნ კვტ.სთ.

დარიალი ჰესი 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 108 მეგავატის სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზბეგში, მდინარე თერგზე, დინების მიმართულებით ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე ოპერირებს. ჰიდროელექტროსადგური აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1334 მეტრზე, 1,2 კმ-ში რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ/სთ-ს.

მსგავსი სტატიები

  • 94
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 94
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 93
    შრომის უსაფრთხოება და მონიტორინგი -პროექტის ზამთრისთვის მოსამზადებელი გეგმაინტერვიუ  -ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან _ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად? _ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში…
  • 90
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 87
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…