ჩვენ ერთად ვაშენებთ!
https://youtu.be/0Al_-RPCO-g

 

ბახვი ჰესის პროექტის საქმიანობა ტყის ფონდის მიწებზე რეგულირდება საქართველოს მთავრობის 221-ე დადგენილების, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, საფუძველზე, რომელიც აწესებს და არეგულირებს  მერქნული რესურსის აღრიცხვის, სარგებლობის, კომპენსაციის ღირებულების და საქმიანობის ტიპებს და პროცესს.

ბახვი ჰესი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით და მათი კონტროლის ქვეშ.კომპანია, გარდა, საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციისა, საერთაშორისო პრაქტკის კვალდაკვალ, გეგმავს, ტყის განაშენიანების პროგრამას   1-ის 2-ზე პრინციპით. თუკი, პროექტის მშენებლობის პროცესში, გზშ-ს მიხედვით, ზემოქმედების ქევშ ექცევა 30 ჰექტარი, კომპანია მოახდენს 60 ჰექტარზე ტყის განაშენიანებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 68.166 ჰექტარია, საიდანაც ტყის ფონდს უკავია  22. 164 ჰექტარი. ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების  სამშენებლო პერიმეტრი 20 ჰექტარია, რაც მთლიანი ტყის საფარის  0.09 %-ია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 82.338 ჰექტარია, საიდანაც ტყის ფონდს უკავია  54. 260 ჰექტარი. ბახვი 1 ჰესის სამშენებლო პერიმეტრი 0.0571 ჰექტარია, რაც მთლიანი ტყის საფარის 0.05 %-ია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ სამშენებლო პერიმეტრი დამზოგველი გეგმით აითვისა და გზშ-ში აღნიშნულ მასშტაბზე ნაკლები ტერიტორია მოექცა ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, ტყის განაშენიანების გეგმა გზშ-ში გაცხადებული რაოდენობით განხორციელდება.

მსგავსი სტატიები

  • 88
    „პარვუს ჯგუფმა“შემოქმედის თემის წარმომადგენლებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ციკლი დააანონსაავტორი _ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის ახალგაზრდობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. „პარვუს ბასრას“ ჰესები ამ დროისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ეტაპს გადის, შესაბამისად კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები და კვლევები, რაც ასევე ჩაიდება დასრულებულ დოკუმენტში…
  • 86
    გარემოსდაცვითი პროგრამის აღსრულება და ანგარიში2024 წლის ზაფხულისა და შემოდგომის სეზონი, ბრიტანული კომპანიის SLR-ის მკვლევარის მიერ 2021 წელს ბიომრავალფეროვნების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. სამოქმედო გეგმის აღსრულების თვალსაზრისით, დატვირთული პერიოდია. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2024 წლის ივლისში,ბახვი ჰესის (ბახვი 1 და ბახვი…
  • 85
    „ამ საქმეს მივყვები ბოლომდე და როცა დავრწმუნდები, რომ ყველაფერი სუფთა გაქვთ, ვიტყვი“...გუშინ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ მედიის ( „ალიონი,“ „გურია ნიუსი,“ „გურიის მოამბე“, ტვ. „გურია“, ტვ. პირველი) წარმომადგენლებს და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელს ირმა გორდელაძეს შეხვდნენ. პირველ რიგში მათ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ირმა გორდელაძის მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი შენიშვნებისა…
  • 85
    „ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა„ბახვი ჰესი“ გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის…
  • 85
    ბახვი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და მისი აღსრულების მიმდინარეობაინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მენეჯერთან, დავით კობერიძესთან მოგესალმებით ბატონო დავით, როგორ მიმდინარეობს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში ჩატარებული ბიომრავალფეროვნების თუ სხვა კვლევების საფუძველზე? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. უნდა მოგახსენოთ, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა…