ბახმაროში მგზავრობიდან თავი შეიკავეთ. თოვლის საფარმა 70 სმ მიაღწია. მუშაობს შესაბამისი ტექნიკა მაგრამ, ინტენსიური თოვის გამო ვერ ხერხდება გზის გახსნა ისე რომ გავლადი იყოს._წერს ფეისბუქგერდი Bakhmaro • ბახმარო
ოზურგეთი-შემოქმედი-გომისმთის გზაზე ვაკე-საირმის ქვემოთ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს გომისმთის გზის მშენებელი კომპანია Nev Road ახორციელებს. სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო.
30 ივნისს, კიოლნში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევრო 2024. 1/8 წყვილი ესპანეთი-საქართველო გერმანია-დანია პორტუგალია-სლოვენია საფრანგეთი-ბელგია რუმინეთი-ნიდერლანდები ავსტრია-თურქეთი ინგლისი-სლოვაკეთი შვეიცარია-იტალია
ოზურგეთელმა პარასპორტსმენმა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობა ამჯერად მარჯვენა მკლავში მოიგო. პარასპორტული ევროპის პირველობა მკლავჭიდში სლოვაკეთში იმართება. გუშინ ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა ჩემპიონობა მარცხენა მკლავით ასპარეზობაში მოიპოვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.