მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს.

გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა:

_ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე, სადაც კარუსელები იდგა, კომპანია „მაგთი“ ანძის მშენებლობას იწყებს.  

თავდაპირველად, ფოტოგრაფი ა. ნ. (ბახმაროს ცნობილი ფოტოგრაფის სერგოს ვაჟი) მოვიდა და გვითხრა, მოედანზე ტრაქტორი მუშაობსო. თურქები არიან და მე ვერაფერი გავაგებინეო… დამსვენებლები ცოტაა, ამიტომ რამდენიმე ადამიანი, მამა ელიზბართან ერთად მივედით.მე 17 წელი  „გულისტანში“ ვმუშაობდი  და თურქული ცოტა მესმის. „არაფერს არ დააშავებს 45 მეტრი სიმაღლის ანძაო“ _გვითხრეს.  მთელი დღე ვყვიროდით და ვაპროტესტებდით „მოედანზე“ მიმდინარე სამუშაოებს. ჩვენი პროტესტი არად ჩააგდეს და მუშაობა გააგრძელეს.  რატომ არავინ არაფერი არ ჰკითხა აქ სააგარაკო სახლების მეპატრონეებს? იმსჯელეს კი ამ თემაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და გასცეს ნებართვა. ასეთ ანძებს ხომ დიდი გამოსხივება აქვს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არ შეიძლება სხვაგან აშენდეს?  კურორტის მომავლისათვის საზიანო  „ორბის“ მშენებლობას ვაპროტესტებდით და ახლა „მაგთი“ დაემატა.  გვითხრა თ. კ-მ.

კურორტის ცენტრში „მაგთის“ ანძის მშენებლობის თემაზე დაუკავშირდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელს, მერის მოადგილეებს, თუმცა მათ ჩვენს ჯერ-ჯერობით  ზარებს არ უპასუხეს.

შემდეგ დავუკავშირდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ირაკლი კუჭავას, რომელიც ამ თემაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

გაზეთი „ალიონი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან  ინფორმაციის მიღებისთანავე კვლავ დაუბრუნდება ამ თემას.

p.s. ბახმაროდან კვლავ გვიკავშირდებიან:

_დღეს დილით ადრე, ანძის დასადგმელად რკინის კარკასი უკვე მოამზადეს. ალბათ წვიმამ შეუშალათ ხელი, ამიტომ ვერ მოასწრეს დაბეტონება. მოგვაქციეთ ყურადღება _გვწერენ ისინი.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 75
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 73
    კურორტ ბახმაროს ცენტრში„მაგთის“ ანძის დადგმის სამუშაოები შეწყდა.როგორც კურორტ ბახმაროდან გვაცნობეს, კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძის დასამონტაჟებლად დაწყებული  მოსამზადებელი სამუშაოები შეწყდა და ექსკავატორმა ამოთხრილი ორმო მიწით ამოავსო. ამის შესახებ ბახმაროდან თ.კ-მ შეგვატყობინა. როგორც გაზეთი „ალიონი“ და რეგიონის სხვა მედიასაშუალებები წერდნენ, კურორტის ცენტრში „მაგთის“ 45 მეტრი სიმაღლის ანძის დადგმას გეგმავდნენ და მოსაზადებელ სამუშაოები თურქულ კომპანიას უკვე დაწყებული იყო.…
  • 66
    რას უწუნებენ საგზაო კომპანიას მაკვანეთელები_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს,…
  • 64
    საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაძე განკარგულება დაამტკიცესდღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია:სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.