ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში ახლადრეაბიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა.
შენობა, რომელიც 250-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონ ლარამდე შეადგინა.
მსგავსი სტატიები
- 88
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო… - 88
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში, ,,ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში დასრულდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ… - 86
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლადრეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა… - 85
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გურიის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, რომლებმაც წარჩინებულ… - 85
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო. ,,გამორჩეული და სასიხარულო დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.…