ქალთა შორის საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში „ლანჩხუთი“ ლიდერობს. ისინი ზედა ჯგუფში ასპარეზობენ და 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 25:4) 22 ქულა აქვს.
მათ ბოლო ტურში სტუმრად „ნიკე-ლუსო“-სთან 0:0 ითამაშეს.
ამ ტურში „კვარტალმა“ სტუმრად „ბათუმი“ 1:5 დაამარცხა და 19 ქულით მეორე ადგილზეა. „ნიკე-ლუსოს“ 17 ქულა აქვს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში 25 ოქტომბერს 20:00 საათზე, მიხეილ მესხი 2 – ზე ირლანდიას დაუპირისპირდება.
ქსკ „ლანჩხუთიდან“ამ შეხვედრისთვის ეკა თაბაგარი, გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო ჩხარტიშვილი, სოფიკო ნარსია, ირინა ხაბურზანია და თეონა ბაქრაძე ემზადებიან.
| წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
ბოლო ორ ტურში დამარცხდა მე-3 ლიგაში (მამაკაცები) მოასპარეზე ჩოხატაურის „ბახმარო“. მათ ჯერ ქედაში „ბეთლემთან“ წააგეს: 1:2 , შემდეგ კი შინ _„გონიოსთან“ 1:2. (გოლები ირაკლი ქობალია (მე-5 წთ.), ლევან ინგოროყვა (მე-17 წთ. პენ.), იგორ პერეირა (25-ე წთ.)
„ბახმარო“ 24 ტურის შემდეგ (6 მოგება, 7 ფრე, 11 წაგება, ბ/შ 17:22) 25 ქულით მე-11 ადგილზეა.
მძიმე მდგომარეობაშია ერთ დროს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთა გუნდი „გურია“. მათ დღეს თბილისში „მერანთან “-თან 0:2 წააგეს შეხვედრა და გათამაშების ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფებიან.
„გურიას“ 24 ტურის შემდეგ (4 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება, ბ/შ 21:48) 18 ქულა აქვს.
ბოლო 2 ტურში მე-4 ლიგაში მოასპარეზე „მერცხალი“ იგებს. მათ 24-ე ტურში შინ 1:0 დაამარცხეს „მერანი 2 მრ“, ხოლო გუშინ თბილისში, „მერანი 2“ 0: 4 მოუგეს.
25 ტურის შემდეგ „მერცხალს“(9 მოგება, 4 ფრე, 12 წაგება, ბ/შ 49:51) 31 ქულა აქვს.
სეზონის დასრულებამდე დარჩენილია 5 ტური.
ორიოდ სიტყვით ლანჩხუთის „ჩიბათზეც“ ვთქვათ. ეს ახალგაზრდული გუნდი ურიგოდ არ თამაშობს რეგიონლიგაში. მათ 20 ტურში (7 მოგება, 1 ფრე, 12 წაგება, ბ/შ 38:61) 22 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მსგავსი სტატიები
- 85არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 80გურიის რეგიონის საფეხბურთო კლუბების („ბახმარო,“„გურია,“„მერცხალი“) სატურნირო მდგომარეობა სხავადასხვაა. მე-3 ლიგის წარმომადგენელს „ბახმაროს“ გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილი სტაბილურად უკავია. მათ ბოლო ტურში შინ, თბილისის „მერანთან“ ნულოვანი ფრე ითამაშეს (0:0). „ბახმაროს 27 ტურის შემდეგ (6 მოგება, 9 ფრე, 12 წაგება, ბ/შ 17:25) 27 ქულა აქვს, ხოლო „გურია“ რომელიც შინ „ორბთან“ 0:4 დამარცხდა…
- 79საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის, 22-ე ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარო“ გასვლით მატჩში გათამაშების აუტსაიდერს „ზესტაფონს“ შეხვდა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 92-ე წუთზე მასპინძლება შეძლეს გოლის გატანა და 0:1 დაამარცხეს მეტოქე. ლანჩხუთის „გურია“ გარდაბანში, ადგილობრივ კლუბთან 0:3 დამარცხდა. 22 ტურის შემდეგ „ბახმაროს“( 6 მოგება, 7 ფრე, 9 წაგება,ბ/შ 15:18…
- 79საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა), ჩოხატაურის „ბახმარომ გასვლით მატჩში „გარდაბანი“ დაამარცხა 2:1, ხოლო ლანჩხუთის „გურია“ერთ-ერთ აუტსაიდერთან „ვარკეთილთან“ 0:4 დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ „ბახმარო“ (3 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, ბ/შ 12-17) 11 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „გურია“ (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება) 6 ქულით ბოლო მე-16 ადგილზე. ოზურგეთის „მერცხალმა“…
- 77საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ფეხბურთში, ქალთა უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის გათამაშებას „ლანჩხუთი“ ლიდერობს. მათ თბილისში ანგარიშით 4:1 დაამარცხეს თბილისი „კვარტალი“, რომელიც 7 ტურის შემდეგ გათამაშებას ლიდერობდა. ამჟამად „ლანჩხუთს“ (6 მოგება, 2 წაგება, ბ/შ 19:4) 18 ქულა აქვს, ხოლო „კვარტალს“ 16 (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 19:10). მესამე ადგილზე „ნიკე…