ოზურგეთის სასამართლომ დაბა ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
დღეს დასრულდა ოზურგეთში სასამართლო პროცესი, სადაც „ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილებოდა. პარტიის წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს დავით შარაშიძეს და მის წარმომადგენელს დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და სამუშაო საათების დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ყოფნას ედავებოდნენ.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში რევაზ ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა. რაც შეეხება, დავით შარაშიძეს, მისი ბრალეულობა აღნიშნულ საქმეში მოსამართლემ არ დაადგინა.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს მტკიცებულების სახით აღნიშნული თანამდებობის პირების საარჩევნო შტაბში ყოფნის ამსახველი ვიდეო-მასალა ჰქონდა წარმოდგენილი.
მსგავსი სტატიები
- 59საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 56არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 542024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3031 უბნიდან 2263 უბანზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს. ამ ეტაპზე ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება: ძნელად…
- 54დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 5326 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…