024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს , – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, 29 ოქტომბერს, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი და გადათვლილი საარჩევნო უბნებიდან 334 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო დარჩენილ 32 საარჩევნო უბანში შედეგები შეიცვალა მხოლოდ მცირედით.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საჩივრების წარმოდგენის ვადები. აქედან გამომდინარე, გიზიარებთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ, რომელიც ამ მდგომარეობით, დამუშავების შედეგად გვაქვს. წარმოგიდგენთ გარკვეულ მცირე შედარებით ანალიზს 2020-2021 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით.
2020 წელს სულ წარმოდგენილი იქნა 2 054 საჩივარი. 2021 წელს 1840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს.
ამავდროულად წარმოგიდგენთ 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების სტატისტიკას და ტენდენცია აქაც კლებადია. მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს წარმოადგინეს სულ 629 საჩივარი, 2021 წელს – 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა არის – 570.
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას: 2020 წელს სულ წარმოდგენილი იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი.
შეიძლება ცალსახად ითქვას, როგორც საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით, კლებით ტენდენციები საჩივრებთან მიმართებით ნარჩუნდება, რაც ბუნებრივია ასახავს იმას, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს.
ამავე დროს, წარმოდგენილი საჩივრებიდან გიზიარებთ, თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს შეიცავდნენ ისინი.
კერძოდ: გადათვლა ბათილობასთან დაკავშირებით – სულ წარმოდგენილია 544 საჩივარი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით – 428 საჩივარი. მოთხოვნის გარეშე საჩივრები წარმოდგენილია 47, ხოლო ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე 151 საჩივარი.
ამავდროულად, მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარკვეულ საჩივრებთან დაკავშირებით. თუკი შევაჯამებთ 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი და წარმოდგენილი საჩივრებიდან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე, არც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა არ იყო იდენტიფიცირებული.
ასევე გვინდა გაგიზიაროთ გადათვლებთან დაკავშირებით ინფორმაცია. კერძს, 29 ოქტომბერს, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი და გადათვლილი საარჩევნო უბნებიდან 334 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო დარჩენილ 32 საარჩევნო უბანში შედეგები შეიცვალა მხოლოდ მცირედით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯამში, 3111 შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი ფიქსირდება მხოლოდ 9 შემთხვევაში, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ 2/100-ს წარმოადგენს.
წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება დღეს ცესკოს ვებ-გვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს.
სამწუხაროდ ნარჩუნდება ტენდენცია იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია ისეთ საჩივრები, რომელიც ე.წ. შაბლონურ საჩივრებს განეკუთვნება. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, ხოლო საჩივარი კი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს იმას, რომ საჩივრები წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საჩივრების რაოდენობა გაზრდილიყო და არა კონკრეტული პრობლემა ასახულიყო, რაც ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენს საჯარო საჩივრების რეესტრში.
არაუგვიანეს 3 ნოემბრისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში არის საჩივრების განხილვის დასრულების უკიდურესი ვადა. შესაბამისად, საჩივრების განხილვის დასრულებისთანავე, წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
მსგავსი სტატიები
- 68
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,… - 64
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:… - 63
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,… - 62
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განაცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს. მისივე თქმით, საარჩევნო დღემ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. იოსელიანის თქმით, დღის განმავლობაში 24 საჩივარი დაიწერა, რაც ძირითად შეეხებოდა ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის უბნის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.… - 61
ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება. კახა კალაძის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო გააკეთებს შესაბამის შეფასებას…