26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი ბოლო ეტაპზეა და ამ პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბარათების დარიგებაა.
 აღნიშნულ პროცესში დღეს ცესკოს თავმჯდომარე პირადად ჩაერთო. გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს პრეს-სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად მცხეთაში მცხოვრები 101 წლის მელანია პაპუჩელაშვილი და თბილისში მცხოვრები 104 წლის ნადეჟდა ხვედელიანი მოინახულა.
 მათ ხანდაზმულ ამომრჩევლებს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ბიულეტენის შევსების წესის ცვლილების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბერს მარკირებას გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლებიც გაივლიან.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ