ოზურგეთში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა ბრიფინგი გამართა და საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა ოპოზიციის აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოუხიეს . ასევე არ აძლევდნენ პლაკატების ხელმეორედ გაკვრის საშუალებას.
ნიკოლაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები მოვიდნენ. მოსულ პოლიციელებს, ნიკოლაშვილის თქმით, შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ და პლაკატების ჩამომხევი პირები არც გამოკითხვაზე გადაუყვანიათ.
მსგავსი სტატიები
- 84საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…
- 813 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
- 79გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…
- 76ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა. მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა. „მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ…
- 72ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკო-ს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია უნდა შეეგუოს და აღიაროს ცესკო-ს შედეგები. „მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს…