დღეს, #6 საარჩევნო უბანში (ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა) ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკავაძემ, რომელმაც შემდეგ ცენტრალურ და რეგიონის ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი:
არჩილ თალაკვაძე: „მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, მშვიდ გარემოში, მშვიდად მისცენ ხმა, გააკეთონ თავისი არჩევანი და ეს არჩევნები მთელმა საქართველომ, მთელმა ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის,“ – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს.
„რადიკალური ოპოზიცია, მათი აქტივისტები ცდილობენ, რომ შექმნან ხმაური, ისეთი ვითარება, სადაც თითქოს არის არეულობა, უწესრიგობა, კონფლიქტები. ჩანს, რომ ეს არის ორკესტრირებული ქვეყნის მასშტაბით და ემსახურება ერთადერთს, რომ როგორმე ამ არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს საბოლოო ჯამში არის ოპოზიციის მოსალოდნელი მარცხის ნაწილი, რისთვისაც ისინი წინასწარ ემზადებოდნენ.
სურთ, რომ არჩევნებს, ისევ ხალხს და საარჩევნო კომისიას გადააბრალონ საკუთარი მარცხი. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, მშვიდ გარემოში, მშვიდად მისცენ ხმა, გააკეთონ თავისი არჩევანი და ეს არჩევნები მთელმა საქართველომ, მთელმა ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ძირი გამოუთხაროს ამ საერთო მიღწევას – საქართველოს დემოკრატიულ მიღწევას რასაც არჩევნები ჰქვია“, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 64საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 59დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 59არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 58რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეუთო/ოდირს მთავარ პრობლემად აღნიშნული აქვს პოლარიზაცია და…
- 5826 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…