საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის წლევანდელი სეზონის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.
გათამაშების აუტსაიდერმა ლანჩხუთის „გურიამ“ შინ 0:4 წააგო „გორთან“, რომელიც გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს მე-2 ლიგაში გადასასვლელად პლეი ოფის საგზურის მოპოვების შანს. „გურიას“ 18 ქულა აქვს და ბოლო ტურში „მაჭახელას“ შეხვდება. „მაჭახელას“ აქვს შანსი მოგების შემთხვევაში „ბახმაროს“ ქულებით დაეწიოს.
ჩოხატაურის „ბახმაროსათვის“ მეტად მნიშვნელოვანი იყო საშინაო შეხვედრა ტყიბულის „მეშახტესთანა“. ჩოხატაურებლებმა ეს შეხვედრა 1:2 წააგეს. „ბახმარო“ ბოლო ტურში, გასვლით მატჩში „ორბს“ შეხვდება („ორბი“ გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა და შეუძლია მე-2 ლიგის საგზური მოიპოვოს).
„ბახმაროს“ 27 ქულა აქვს. „ზესტაფონს“ _26. (მას 3 ქულა აქვს დაკლებული). „ზესტაფონი“ ბოლო ტურში „მეშახტეს“ შეხვდება. „მეშახტეს“ 57 ქულა აქვს და მე-2 ლიგის საგზურის პლეი ოფის გარეშე მოსაპოვებლად მოგება სჭირდება. („გონიომ“ 61 ქულით უკვე მოიპოვა მე-2 ლიგის საგზური).
მოკლედ, 7 დეკემბერს, ბოლო ტურში ბევრი რამ გაირკვევა.
მსგავსი სტატიები
- 79ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 78ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 78საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის დღეს ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ბახმაროსათვის“ ბათუმში შეხვედრა „ორბთან,“ და ტყიბულში მატჩს ადგილობრივ „მეშახტესა“ და „ზესტაფონს“ შორის. საქმე ის არის, რომ თუკი „ბახმარო“ წააგებდა ან ფრედ დაასრულებდა შეხვედრას, ხოლო „ზესტაფონი“ მოიგებდა, მე-3 ლიგას არა „ზესტაფონი“, არამედ „ბახმარო“ დატოვებდა. ჩოხატაურელებმა…
- 78არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 77საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ლიგის მორიგ ტურში, ოზურგეთის „მერცხალი“ - თბილისის "ვიტ ჯორჯიას 2" დაუპირისპირდა, სადაც ანგარიში 2:2 დასრულდა. გოლები გაიტანეს გიორგი გოგოხიამ და საბა გიგიბერიძემ. მწვრთნელები: დავით სურგულაძე, მერაბ მჟავანაძე. „მერცხალს“ 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრა მერცხალის სტადიონზე - 24 აპრილს, 16:00 საათზე, ვანის "სულორთან" გაიმართება.