ნამდვილად არ მესმის, რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას, უნდა გამოეყენებინა თუ არა რეზერვები, რათა შეემცირებინა და დაესტაბილურებინა ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე წერს.

მისი თქმით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული.

„ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც ცალსახად დაგვეთანხმნენ – ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულებაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემისა და ფასების სტაბილურობა, ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება, მაშინ, როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობენ, სწორედაც რომ ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდნენ. დიახ, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. ოპონენტები აპელირებენ გამოყენებული რეზერვის ოდენობაზე, მაშინ როდესაც არცერთი კანონი თუ კანონქვემდებარე რეგულაცია ეროვნულ ბანკს არ ზღუდავს გამოყენებული რეზერვის ოდენობაში. აქვე დავამატებდი, რომ რეზერვების დონე დინამიკური მაჩვენებელია და წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით – სებ-ის სავალუტო ყიდვა-გაყიდვები; საგარეო ვალის მომსახურება; სახელმწიფო საწარმოების კონვერტაციები და სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ლარის გაცვლითი კურსის არასისტემური ვოლატილობისგან (რყევა) სავალუტო ბაზრის და საერთოდ ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ეს რყევები გამოწვეულია არაეკონომიკური ერთჯერადი ფაქტორებით (როგორც ეს სექტემბერ – ოქტომბერში მოხდა). ეკონომიკა 2024-ში შთამბეჭდავად იზრდება და ეროვნულ ბანკს არ გაუჭირდება რეზერვების კვლავ შევსება. გავიხსენოთ 2023, როდესაც რეზერვებში დამატებით რეკორდული 1.3 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოხერხდა. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში რეზერვების კვლავ შევსება შედარებით სწრაფად იქნება შესაძლებელი. 2007 წელს, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვები მილიარდ 159 მილიონი დოლარი იყო (პრეზიდენტი, ბატონი რომან გოცირიძე) და არ დავქცეულვართ ბოლოს და ბოლოს, ახლა „კუპონების ერაზე“ აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეასრულა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვა ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა. ვფიქრობ, ამ საკითხზე არგუმენტები ორივე მხრიდან ამოწურულია და ეს პოლემიკაც აქ უნდა დავასრულოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან სურგულაძე.

წყარო: ipn.ge

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 90
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 89
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 85
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 85
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…

არ გამოტოვოთ