U21. ხარატიშვილის გმირობა – საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრებმა პენალტების გასვლაზე ხორვატია პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპირველობის საგზური მოიოპოვა.
პირველი შეხვედრა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც საყრდენ ზონაში ბურთი გაგნიძეს აართვეს და პირისპირ გასულმა ბელიომ ხარატიშვილის კარი დალაშქრა. სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა პირველივე სახიფათო შეტევისას გაგნიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
63-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის დარტყმული ბურთი ო. მამაგეიშვილს ხელზე მოხვდა და ბელიომ პენალტით ხორვატები ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ჩვენს გუნდზე ზეწოლა გააძლიერეს, შეცვლაზე შესული სტოიკოვიჩის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან უგრეხელიძემ გამოიტანა. მერე საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა, აზაროვმა საჯარიმოდან ლომინაზეს პასი გაუკეთა და მან თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში კვერნაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა. ხორვატებმა კი კომპენსირებულ დროში გაგვიტანა და ძირითადი დრო 3:2 დასრულდა.
ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა – 7:6.
რიეკა. „სტადიონ HNK“
ხორვატია – საქართველო 3:2 (პენ 6:7)
გოლები: 1:0 ბელიო (10), 1:1 გაგნიძე (28), 2:1 ბელიო (63, პენ), 2:2 ლომინაძე (78), 3:2 სოტიჩეკი (90+2)
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია (გორდეზიანი, 71, აბუაშვილი 120)), გაგნიძე (გ. მამაგეიშვილი 71), მამაცაშვილი (სიგუა 57), ო. მამაგეიშვილი (მაისურაძე 88), კვერნაძე
მსგავსი სტატიები
- 80ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 79ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 79ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების…
- 78დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 78