აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები - აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით, რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა
ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს.

„რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ერთობლივ განცხადებაში.

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ.

„ჩვენ მოველით, რომ რუსი აქტორები ამ თემებზე დამატებით კონტენტს გამოაქვეყნებენ არჩევნების დღეს და არჩევნების დასრულებიდან მომდევნო დღეებსა და კვირებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები.

რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 89
    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც…
  • 89
    ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
  • 86
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 86
    მამუკა მდინარაძე - ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესიჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
  • 83
    „მოვითხოვ ეროვნულ დიალოგს“გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე.  90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და  ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.  მან საქართველოში…