სამი წლის წინ ფეხბურთის ცნობილი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი,ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიაში 80-იანი წლების „ოქროს ხანის“ შემქმნელი ბახვა გიორგაძე გარდაიცვალა.იგი ახლა 88 წლის იქნებოდა.
მის სახელს უკავშირდება ლაითურის მეურნეობის ფეხბურთელთა გუნდ „გიგანტის“ წარმატებები გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი თავკაცობით „გიგანტი“ საქართველოს პირველობის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა და ორჯერ საკავშირო „ოქროს თავთავის“ გამარჯვებული გახდა.
80-იან წლებში ბახვა გიორგაძე ოზურგეთის „მერცხალის“ გუნდის უფროსად დანიშნეს.. „მერცხალი“ 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, საკავშირო გათამაშების მე-2 ლიგა მოიგო და პირველი ლიგის საგზურისათვისაც იბრძოდა.
ბახვა გიორგაძის სახელს უკავშირდება არაერთი კარგი ფეხბურთელის მოსვლა „მერცხალში“. ომარ თეთრაძე „მერცხალიდან“ ჯერ მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, შემდეგ იტალიის „რომაში.“..
მახსოვს, სხვა დიდ ფეხბურთელებთან (ჟორა თოხაძე, ვალერიან გეგიაძე, კოტე გოგატაძე და სხვები) ერთად, როგორ გვეხმარებოდა 1989 წელს გამოცემულ „მერცხალის“ საცნობარო წიგნის გამოცემა-გავრცელებაში.
მუდამ „მერცხალის“ წარმატების მოსურნე და მებრძოლი იყო. ხშირად გვტუმრობდა რედაქციაში, ინტევიუებში თავის გულისტკივილს და პრობლემის გადაჭრის გეგმებსაც გვაცნობდა.
მუდამ მაღალი ამბიციები ჰქონდა და პერიოდულად, წარმატებებსაც აღწევდა.
გუშინ სოფელ შემოქმედში, მის საფლავთან ბახვას ვაჟ ნიკა გიორგაძესთან ერთად, რამდენიმე მეგობარი შეიკრიბა. გუნდის ყოფილი მეცენატი გელა დოლიძე და ერმოგენ კომახიძე იყო მათ შორის და რედაქციაშიც ისინი მოვიდნენ.
მსგავსი სტატიები
- 77დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 76დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 75ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბეკენბაუერი ფეხბურთელობისას მიუნხენის ბაიერნში, ჰამბურგში და ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობდა. გერმანელმა საკლუბო კარიერაში 620 მატჩი ჩაატარა, 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა. სანაკრებო დონეზე ბეკენბაუერმა 103 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო. მან თანამემამულეებთან ერთად 1972 წლის…
- 75გარდაიცვალა არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზ ღლონტი, კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გურიაში, სოფელ შემოქმედში, პირველი წირვა ჩაატარა. ალბათ ღირს ამ მოვლენის გახსენება... ეგრეთ წოდებული „გარდაქმნის“ დროს, ცოტა თავისუფლების სიომ დაუბერა. ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სხვა ეროვნული მოღვაწეების იდეები. 1987 წელს, სურვილი გაგვიჩნდა, გაგვეხსნა შემოქმედის ტაძარი, რომელშიც კომუნისტებს სახალხო…
- 74საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.