ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში არსებული სტუდენტური გრანტით 2024 წლის სექტემბრიდან კიდევ ორი სტუდენტი ისარგებლებს.

სოფელ ჩხაკაურას მკვიდრი მარიამ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მთისპირელი ქეთევან მათითაიშვილი კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის ეკოლოგიის ფაკულტეტზე.  ქეთიც და მარიამიც ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში უფროსკლასელთათვის განახლებადი ენერგიებისა და გარემოსდაცვის საკითხებზე ცნობერების ამაღლების ტრენინგ პროგრამის აქტიური მსმენელები იყვნენ, რომელიც ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 2022 წლიდან.

ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტის პირობების თანახმად, სოფელ მთისპირსა და სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას ენერგეტიკის, ინჟინერიის და   გარემოსდაცვით სპეციალობებზე გადაწყვეტენ, კომპანია სწავლის საფასურის 80% გადაუხდის.  ამ პროექტის პირველი ბენეფიციარი სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძეა. მან მთისპირის საჯარო სკოლა 2022 წელს დაამთავრა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრო ინჟინერის მესამე კურსის სტუდენტია.

ვულოცავთ, მარიამ და ქეთის და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ გარემოსდამცველების რთულ, საინტერესო პროფესიაში და დღეს ასე საჭირო პროფესიაში.

მარიამ ბერიძე, სტუდენტი

სოფელი ჩხაკაურა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

  • რამდენიმე წლის მანძილზე ვესწრებოდი ბახვი ჰესის ტრენინგს სკოლაში, დავინტერესდი ეკოლოგიით, მონაწილეობას ვიღებდი უამრავ ღონისძიებებსა და აქტივობებში, ოლიმპიადებსა და გარემოსდაცვით პროექტებში, ვსწავლობდი ყველაფერს, რაც ბუნებას უკავშირდებოდა, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნებს.ჩვენი ქვეყნის ბუნება უნიკალურობით გამოირჩევა და დაინტერესებას იწვევს მსოფლიოს უამრავი წამყვანი ქვეყნების მოგზაურებში. ვთვლი, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მისი წინსვლისთვის ბუნებისა
    და გარემოს დაცვა, გაფრთხილება და თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გააზრება. ვფიქრობ, ბახვიჰესის სტუდენტური გრანტის პროგრამა სტიმულია და სერიოზული დახმარებაა ჩვენთვის, ახალგაზრდისთვის,ასევე, დიდი პასუხისმგებლობა.ისიც უნდა ითქვას, რომდღეს,გარემოს დაბინძურება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიანაქტუალურია. საქართველოშიკი, ძალიან დაბალია ჯერჯერობით ამ თემის ცნობადობა. არადა, ეს კონკრეტულ პროფესია საკმაოდ პრესტიჟული, პერსპექტიული და შესაბამისად,კარგად ანაზღაურებადია.

ქეთევან მათითაიშვილი

სოფელი მთისპირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

  • ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე,რომ დღევანდელი გარემო, ადგილი სადაც ვცხოვრობთ, არასახარბიელოდ გამოიყურება. ჩემი გამოცდილებით, მოქალაქეები არ ზრუნავენ ბუნებაზე, არც დიდი და არც პატარა. ეს იმის ბრალია, რომ ცნობიერება გარემოს დაცვით პასუხისმგებლობაზე ძალიან დაბალია ჩვენს საზოგადოებაში. მხოლოდ ერთჯერადი გარემოს დაცვითი პროექტები გვაქვს. იტყვიან, რომ მაგალითად, ქუჩაში არ უნდა დავყარყოთ ნაგავი, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი მეტრის მანძილზეც კი, ეზარებათ გავლა, რომ ნაგავი ურნაში მოათავსონ. ამიტომ, კარგი იქნება თუ ეს პროფესია მეტად მოთხოვნადი გახდება ახალგაზრდებში, უკეთ შეიმეცნებენ ცოცხალი ბუნების მდგრადი განვითარების მნიშვნელობას და ასევე, ბუნებაზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების სააფრთხეებს, რაც პირდაპირ ჩვენზე, ადამიანებზე ახდენს საშიშ გავლენას. ბახვი ჰესის ტრენინგებისა და სტუდენტური გრანტის პროექტი ახალგაზრდებს გვაძლევს საშუალებას ავიმაღლოთ ცნობიერება გარემოს დაცვის მიმართულებით. მე პირადად ბევრი რამ გავიგე ამ ტრენინგებიდან, ბევრი რამ ვისწავლე და სხვასაც გავუზიარე. ეს ბავშვებს გვაძლევს საშუალებას გაგვიჩნდეს სურვილი უკეთეს გარემოში ცხოვროვრების. ჩემი აზრით ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ. ეს კი, ჩვენს ქვეყანასაც გამოადგება და არა მხოლოდ ქვეყანას, პლანეტას გამოადგება გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    გომის სკოლის განახლებული სივრცეები „დედაენის“ ზეიმით გაიხსნა„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე. გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის…
  • 95
    კომპანია „პარვუს ჯგუფი“  შემოქმედის თემში საგანმანათლებლო პროექტებს  აგრძელებსკომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს  - კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე - „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი…
  • 94
      კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
  • 94
    USAID-ს სამენტორო პროექტში მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობასმენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა  და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში  STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა…
  • 93
    ჩვენ ერთად ვაშენებთ! ბახვი ჰესი, თავისი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობისა და ჩართულობის პრინციპების სრული დაცვით. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები: ü მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო, რომელიც 2021 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა და მას შემდეგ, აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების განხორციელების მონიტორინგში. საბჭო შედგება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 12…

არ გამოტოვოთ