„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე.

გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის სპეციალურად მოწყობილ საკლასო ოთახში შედგა, რომელსაც პედაგოგები, მშობლები და უფროსკლასელებიც ესწრებოდნენ.

„ბავშვებისთვის და სკოლის საზოგადოებისთვის ბიზნესის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად აძლიერებს იმ აქტივობებსა და ინიციატივებს, რაც მათთვის სასარგებლო და განვითარებაზე ორიენტირებულია. როცა ბიზნესიც გვერდით უდგება მშობლებსა და სკოლებს, ეს არა მარტო მატერიალურ მხარდაჭერას ნიშნავს, არამედ ზრუნვასა და ერთიანობას – ის გვახსენებს, რომ ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოების წევრები ვართ და თითოეული ბავშვის კეთილდღეობა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. თანადგომა ხელს უწყობს ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას, რაც მომავალ თაობებს უკეთესი გარემოს შექმნაში ეხმარება.

მიხარია, რომ ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში გამოჩნდა კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ეს დახმარება და ყურადღება ძალიან დროული და ღირებულია“. _ანი მიმინოშვილი, პირველკლასელის დედა.

„პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლოაქტივობების ფარგლებში შემოქმედის თემის უფროსკლასელთათვის უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს შემეცნებითი საშაბათო სკოლა, სადაც მოსწავლეები ესწრებიანტრენინგებსა და სემინარებს თემაზე „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“, მოწვეული ტრენერები,ცნობიერების ამაღლების მიზნით,მოსწავლეებს ესაუბრებიან ეკოლოგიაზე,  გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობაზე, ახორციელებენ პროექტებს გარემოს გაუმჯობესების, დასუფთავების, გამწვანების კუთხით.

გომის სკოლის პედაგოგთა ინიციატივით კომპანიამ უზრუნველყო სემინარების სესიაკომუნიკაციების, ლიდერობის, პროექტის წერის უნარების განვითარების მიზნით.სემინარის ფარგლებში პედაგოგები ტრენერებთან ერთად მოამზადებენ სხვადასხვა პროექტებს სკოლაში სასწავლო პროცესების გასაუმჯობესებლად.

შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდება კვირიკეთის სკოლის პედაგოგებისთვისაც, მოსწავლეები კი ჩართული არიან საშაბათო სკოლის აქტივობებში.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 98
    კომპანია „პარვუს ჯგუფი“  შემოქმედის თემში საგანმანათლებლო პროექტებს  აგრძელებსკომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს  - კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე - „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი…
  • 96
      კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
  • 96
    USAID-ს სამენტორო პროექტში მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობასმენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა  და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში  STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა…
  • 95
    „პარვუს ჯგუფმა“ ახალი სასწავლო წლის დაწყება შემოქმედის თემის სკოლების მოსწავლეებთან ერთად აღნიშნაკომპანია „პარვუს ჯგუფი“ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტების განხორციელებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია შემოქმედის თემის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობებს სამ სკოლაში, შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში ახორციელებს. გამორჩეულად ლამაზი სასწავლო წლის დასაწყისი ჰქონდათ ადგილობრივებს წელს, კომპანიის წარმოამდგენლებმა წინა საღამოს…
  • 95
    ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტის პროგრამაბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში არსებული სტუდენტური გრანტით 2024 წლის სექტემბრიდან კიდევ ორი სტუდენტი ისარგებლებს. სოფელ ჩხაკაურას მკვიდრი მარიამ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მთისპირელი ქეთევან მათითაიშვილი კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის ეკოლოგიის ფაკულტეტზე.  ქეთიც და მარიამიც ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო…

არ გამოტოვოთ