ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა, – ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა.

„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ”, – განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის, პარალელურად მედიამ, კერძოდ, Baza-მ აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ოპოზიციის მიერ მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები