ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა „მერცხალმა“, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა ყოფილი სსრ კავშირის გათამაშების მე-2 ლიგაში, ამჟამად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (მე-4 ლიგა) ბოლო მატჩში, თბილისში „ვარკეთილი 2“_თან 1:10 წააგო.
„მერცხალმა“ წინა ტურებში მოპოვებული ქულებით შინარჩუნა მე-4 ლიგაში ადგილი, ხოლო „ვარკეთილი 2“ ბედი გარკვეული იყო, მას მომავალი სეზონიდან რეგიონ ლიგაში უწევს დაქვეითება. თუმცა, თბილისელებმა თავიანთ ფანებს აჩვენეს, რომ მათზე უფრო ძლიერი გუნდის დამარცხებაც შეუძლიათ.
საერთოდ, ბოლო ტურის 7 შეხვედრაში მასპინძლებმა 6 მატჩი მოიგეს, ხოლო ერთში „მარგვეთი 2006“ -მა წყალტუბოში „სამგურალი 2“ 2:7 დაამარცხა.ამ ტურში ბურთების შეფარდება 41:8 მასპინძლების სასარგებლოდ (?!).
სხვა მატჩები ასე დასრულდა: „დიდუბე“ -„მერანი 2 მრ“ 5:0; „სულორი“-„მერანი2“ 6:0; „სქური“-„ოდიში“ 5:3; „ვიტ ჯორჯია“-„ჩიხურა“ 4:0; „ზანა“-„გაგრა 2“ 4:2.
მომავალი წლიდან მე-3 ლიგაში იასპარეზებენ: „დიდუბე“, „მარგვეთი 2006“, „ოდიში 1919“. „მერცხალმა“ (11 მოგება, 4 ფრე, 13 წაგება, ბ/შ 57:64) 37 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.
მსგავსი სტატიები
- 68
ოზურგეთის „მერცხალმა“ მე-4 ლიგის ფეხბურთის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო და აბაშის „ზანა“ 3:2 დაამარცხა. პირველი ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: ვიტ.ჯორჯია 2 -ალგეთი 0:3; სულორი -ჩიხურა 3:0; სქური-მერანი 2მრ 0:3; მარგვეთი 2006-ოდიში 1919 2:1; დიდუბე _მარანი 2 თბ. 4:0; ვარკეთილი 2-საბურთალო 2 1:3. „მერცხალი“ მე-2 ტურში 10 აპრილს „შუქურას“ უმასპინძლებს. დასაწყისი…
- 66
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მესამე ლიგა), ჩოხატაურის „ბახმარომ გასვლით მატჩში „გარდაბანი“ დაამარცხა 2:1, ხოლო ლანჩხუთის „გურია“ერთ-ერთ აუტსაიდერთან „ვარკეთილთან“ 0:4 დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ „ბახმარო“ (3 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, ბ/შ 12-17) 11 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „გურია“ (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება) 6 ქულით ბოლო მე-16 ადგილზე. ოზურგეთის „მერცხალმა“…
- 65
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის წარმომადგენელი გურიიდან ჩოხატაურის „ბახმარო“ შინ შეხვდა თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს და დამარცხდა ):1. მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურია“ შინ გათამაშების ლიდერს „იბერია2010“ შეხვდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა., ხოლო „მერცხალი“ სტუმრად „გაგრა 2“-ს 1: 1 დაუზავდა. „ბახმაროს“ (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება; ბ/შ 6:9) 7 ქულა…
- 65
ქალთა შორის საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში „ლანჩხუთი“ ლიდერობს. ისინი ზედა ჯგუფში ასპარეზობენ და 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 25:4) 22 ქულა აქვს. მათ ბოლო ტურში სტუმრად „ნიკე-ლუსო“-სთან 0:0 ითამაშეს. ამ ტურში „კვარტალმა“ სტუმრად „ბათუმი“ 1:5 დაამარცხა და 19 ქულით მეორე ადგილზეა. „ნიკე-ლუსოს“ 17 ქულა აქვს. საქართველოს…
- 65
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…