დღეს ოზურგეთის „მერცხალმა’“ წყალტუბოს  „სამგურალი 2“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამ მეტად მნიშვნელოვან მატჩში წყალტუბოელები დაწინაურდნენ.პირველი ტაიმი მათივე გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმში „მერცხალი“ უკეთ თამაშობდა. 52-ე წუთზე დავით ბოლქვაძემ ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო წუთებში კიდევ მერცხალმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

„მერცხალს“ 27 ტურის შემდეგ (11 მოგება, 4 მოგება, 12 წაგება,ბ/შ 56:54) 37 ქულა აქვს და 37 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

ბოლო ტურში „მერცხალი“ თბილისში „ვარკეთილი 2“ შეხვდება, რომელიც სახიფათო ზონაშია და 33 ქულა აქვს. მას მოგება სჭირდება, რომ „ვიტ ჯორჯია 2“-ს (ამ უკანასკნელის წაგების შემთვევაში) აჯობოს, თუმცა „ვიტ ჯორჯია 2“ ლიგის ქრონიკულ აუტსაიდერს, საჩხერის „ჩიხურას“ ღებულობს, რომელსაც 27 შეხვედრაში მხოლოდ 2 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ 6 ქულა აქვს.(ბ/შ 20:113).

„ჩიხურა“ 10ოდე წლის წინ საქართველოს პირველობის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, ფლობდა საქართველოს სუპერთასს და უეფას თასზეც ასპარეზობდა. სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფეხბურთში წარსულში დიდი ისტორიის მქონე რამდენიმე გუნდი დღეს წარუმატებლად გამოდის. ჩვენს რეგიონში ამის მაგალითი ლანჩხუთის „გურიას“ წლევანდელი სეზონია და არც „მერცხალს“ უკავია ქვეყნის გუნდებს შორის შესაფერისი ადგილი.

მსგავსი სტატიები

  • 87
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 86
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 83
    საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგაში მოასპარეზე „ბახმარო“გორთან სტუმრად 1:2 დამარცხდა და 3 ქულით მე-10 ადგილზეა. მე-4 ლიგაში კი მეორე ტურში „მერცხალმა“ აბაშის „ზანა“ დაამარცხა 2:1. ხოლო „გურია“ლიდერთან „ივერიასთან“ დამარცხდა სტუმრად 0:1. „მერცხალს“ 3 ქულა აქვს, „გურიას“_1.
  • 83
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 82
    „გურიამ“ და „მერცხალმა“ თითო ქულა აიღესოზურგეთის „მერცხალმა“ საკუთარ მოედანზე „ალგეთს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ოზურგეთელთაგან გოლები  ნოდარ მაჭავარიანმა და თენგიზ ალიევმა გაიტანეს. ლანჩხუთის „გურიამაც“ სტუმრად მე-14 ადგილზე მყოფ „ზესტაფონთან“ იგივე ანგარიშით 2:2 ითამაშა. გოლები ლანჩხუთელტაგან ვანო წილოსანმა და ლაშა ხაჭაპურიძემ გაიტანეს. 18 ტურის შემდეგ  გათამაშებას 40 ქულით  „იბერია 2010“ ლიდერობს.  მან ამ ტურში…