წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! – ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით, _ ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი მიწერილი წერილის კომენტირებისას „ინტერპრენიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, წერილში წერია ის, რის შესახებაც ოპოზიცია დღის განმავლობაში უამრავჯერ საუბრობს.

„ღიმილისმომგვერია, როდესაც საუბრობთ, თითქოს, ეს იყო საიდუმლო წერილი, არადა სინამდვილეში, 6 დღის განმავლობაში, ამ წერილთან დაკავშირებით საუბრობს ოპოზიცია, რომლის ფარგლებშიც ითხოვს ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, [არჩევნებთან დაკავშირებით] გამოძიების მოთხოვნას და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას. კონკრეტულად წერილთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მინიმუმ, 6 დღის განმავლობაში და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ საჯარო სივრცეში მედიასთან, მათ შორის, თქვენთან. არაფერი განსხვავებული არ წერია. აქ არაფერი არ იყო გასაკვირი და ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, დღეს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით რატომ ცდილობს, მით უფრო, როდესაც უშუალოდ წერილთან დაკავშირებით 5-6 დღის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია,“ _ განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნიან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

წყარო:ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 65
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 60
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 60
    პრეზიდენტი - 3 კვირა გავიდა და არც ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს არჩევნები აღიარებული - ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა!3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
  • 59
    22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოსევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
  • 58
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…