29  ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.

  • „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა  კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად  მუშაობდა.
  • მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.
  • „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
  • ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
  • საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
  • დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
  • დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
  • ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
  • აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
  • JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა.

მსგავსი სტატიები

  • 81
    ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართადღეს, ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ქუჩებში. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია იყო. „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფოტოები.
  • 79
    ოზურგეთში პოლიციის შენობის წინ ქალებმა აქცია გამართესოზურგეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციის შენობის წინ ქალებმა აქცია გამართეს. ისინი შენობასთან აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოებით მოვიდნენ და ძალადობის ფაქტები დაგმეს. აქციაზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, და მედიის წარმომადგენლები. აქციაზე მოვიდა თბილისში აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა მტარგმნელის, ოზურგეთელი დათა ხარაიშვილის დედა ნანა მჟავანაძე. 
  • 78
    არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზემოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური…
  • 73
    ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ოფისი გაიხსნა.დღეს, ქ.ოზურგეთში, ილია ჭავჭავაძის ქ.#10-ში  სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისათვის“ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონილას სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები და არასამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. _მოხარული ვართ, რომ ოზურგეთში  სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ოფისი გაიხსნა. ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან დაფუძნებიდან ორი წლის თავზე, გვაქვს საშუალება, ფიზიკურ სივრცეშიც ვუმასპინძლოთ ჩვენს თანამოაზრეებს, შემოვიკრიბოთ მეტი ადამიანი,…

არ გამოტოვოთ