ინტერვიუ  –ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან

_ ბატონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად?

_ დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში ხდება მუშა პერსონალის აღჭურვა ზამთრის შესაბამისი სამოსით, სათბილობლებით, წინდებით, ქუდებითა და ხელთმანებით. სამუშაო ობიექტზებზე, სადაც მუშების კონცენტრაცია ყველაზე მეტია,ხდება მოსასვენებელი სასადილო კონტეინერების გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფით, რათა შეციებულმა ადამიანმა შეძლოს სამუშაო დროს შესვლა და ცხელი ჩაის ან ყავის დალევა.ექიმი დამატებით აღიჭურვება, ჰიპოთერმიის ტიპის ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით. ასევე გაციების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მედიკამეტებით.პერიოდულად მოხდება პერსონალის ტემპერატურის კონტროლი, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში დასაქმებულებს მიეცემათ გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი.

_ რაც შეეხება ბუნებრივი მოვლენების მართვის სტრატეგიას რა ხდება ამ მიმართულებით?

_ ობიექტის გზაზე რამდენიმე წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე განთავსდება თოვლის საწმენდი მძიმე ტექნიკა (ბულდოზერი, ექსკავატორი) რომელიც შესაბამისი პერიოდულობით უზრუნველყოფენ გზის გაწმენდას. მინიმუმ 2 ლოკაციაზე მოეწყობა ტექნიკური მარილის სათავსო, ყოველ დილით, თოვლიანი ამინდის ან ყინვის დროს, სამუშაო ობიექტზე გასვლამდე სპეციალური სამუშაო ჯგუფი გაწმენდს გზას, გაშლის ტექნიკურ მარილს, რათა შემდგომ ამომავალ მანქანებს არ ჰქონდეთ შეფერხება.

პროექტი მოიწვევს კომპეტენტურ პირებს რომლებიც იდენტიფიცირებას გაუკეთებენ ზვავსაშის არეალებს, ასევე გასცემენ შესაბამის სამოქმედო რეკომენდაციებს. მოხდება ამ ადგილების სპეციალური ნიშნებით აღჭურვა რათა ყველა თანამშრომელი იყოს ინფორმირებული და არ გაჩერდეს სახიფათო ზონაში.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად დაკომპლექტება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სპეციალური ჯგუფი რომელიც უზრუნველყოფს წინასწარ გაწერილი რისკის შესამცირებელი ქმედებების განხორციელებას.მანქანები და ობიექტზე მოძრავი ბორბლიანი ტექნიკა აღიჭურვება შესაბამისი საბურავებით.სამუშაო ობიექტები სადაც ფეხითმოსიარულე პირები არიან თავმოყრილი ტერიტორია იქნება მუდმივი თოვლის და ყინულის გაწმენდით რეჟიმში. ამისთვის სავარაუდოდ გამოიყოფა პირები სამუშაო ჯგუფიდან.პროექტზე დასაქმებულებს ჩაუტარდებათ საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი. პროექტზე დასაქმებულებისა და საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება ბახვი ჰესის ნომერ პირველი პრიორიტეტია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედება ამ მიმართულებით მაღალი პროფესიონალური სტანდარტის მიხედვით იგეგმება და ხორციელდება.

 

მსგავსი სტატიები

  • 93
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 93
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა#ჩვენ ერთად ვაშენებთ 2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს „ენერგო არაგვის“ მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები - არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.…
  • 89
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 88
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 86
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…