სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 შსს-ს თანამშრომელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
„რამდენიმე დაშავებული კლინიკაში რჩება მედიკოსების რეკომენდაციის შესაბამისად“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს იმ პირებს, ვინც თვითდინებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 63
- 58
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე…
- 55
„გურიაში რომ ყველას პრობლემა აქვს არაა არავისთვის უცხო სტიქიის გამო, მაგრამ არის სფერო სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო. ურეკის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს თოვლმა ჩამოუნგრია გვერდზე მიშენებული (გურულად გადახურული). სადაც საკმაოდ ძვირადღირებული მექანიკური აპარატები გვეწყო ( ვერტიკალიზაციის აპარატი და სხვადასხვა დასახელების აპარატები, რომლებიც გამოიყენება შშმ. ბავშვების სიარულის და კოორდინაციის ვარჯიშებისთვის) უმორჩილესად გთხოვთ…
- 52მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოჰყვა. „აშკარაა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი საკვანძოა გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. „მაიმუნის ყვავილის“ აღმოჩენა და…
- 49
„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში,ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას,“ - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ განაცხადა. ამირან გოგიტიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების…