25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მსგავსი სტატიები
- 86
1-2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, 3 ნოემბერიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 3-4 ნოემბერს დაიკლებს. თბილისში 1-3 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის…
- 83
12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში…
- 81
მეცნიერები მუდმივად აკვირდებიან მზეს და მის აქტივობას. მზის აფეთქების დროს, დედამიწაზე, შეიძლება, მოხდეს გეომაგნიტური შტორმები, რომლებიც საშიშია საკომუნიკაციო სისტემებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეგიძლიათ, წინასწარ მოემზადოთ და გადაურჩეთ მათ ჯანმრთელობის სერიოზული შედეგების გარეშე. როდის არის მაგნიტური შტორმები 2024 წლის აგვისტოში. თვე დაიწყო დაიწყო მაგნიტური ქარიშხლით და შტორმის სიძლიერე 6 ბალიანი იყო. მომდევნო…
- 81
გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის…
- 76
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საფრთხის დონე საშუალოა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.