ინტერვიუ ლაშა ვაშალომიძესთან
მთისპირელი ლაშა ვაშალომიძე, რომელიც 22 წლისაა უკვე, იპყრობს სხვადასხვა ქვეყნის რინგს. მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია MMA ორთაბრძოლაში, რომელიც პოლონეთში გაიმართა და სადაც ის, ბახვი ჰესის მხარდაჭერით გაემგზავრა. საბედნიეროდ, ამ ტურინირზე მან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ლაშა კიდევ მეტი მწვერვალის დაპყრობას გეგმავს.
ლაშა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ მოხვედით აქამდე?
- აქტიური ცხოვრების წესით ვარ დაკავებული ბავშვობიდან. 10 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. მოგვიანებით, გამიჩნდა ინტერესი ვარჯიშის მიმართ. თავიდან არ ვიცოდი რას ნიშნავდა შერეული საბრძოლო ხელოვნება, მაგრამ რასაც ვხედავდი, იყვნენ მოტივირებული, მშრომელი ადამიანები, რომლებიც დაუღალავად ვარჯიშობდნენ დარბაზში. სწორედ ამან მომცა სტიმული. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვეუფლები საბრძოლო ტექნიკას. ჩემი მიზანია მოვხვდე მსოფლიო ჩემპიონატზე და გავიმარჯვო. როგორც იცით, ვიბრძოლე MMA ტურნირზე პოლონეთში, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურნირად დასახელდა. 760 მებრძოლი იღებდა მონაწილეობას. ჩემთვის საამაყო იყო საქართველოს წარმოჩენა აღნიშნულ ტურნირზე. ამან დამატებითი მოტივაცია მომცა, მივაღწიე გამარჯვებას. უნდა გავაგრძელო წინსვლა, ვასახელო ჩემი ქვეყანა.
ბახვი ჰესი იყო თქვენი მხარდამჭერი. როგორ შეაფასებთ ამ კომპანიის საქმიანობას თქვენს სოფელში?
- დღესდღეობით მიგრაციის პრობლემაა რეგიონში. ახალგაზრდები სხვა ქვეყნებში მიდიან სამუშაოდ. მსგავსი პროექტები კი ხელს უწყობს ახალგაზრდების დასაქმებას, აღარ წავლენ სოფლიდან, ოჯახებიც უფრო გაძლიერდება. ასევე, ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს ბახვი ჰესი ჩემს სოფელში. ჩემი დახმარებაც ამ კომპანიის კეთილი ნება იყო. ენერგეტიკული პროექტების განვითარება უმნიშვნელოვანესია სოფლისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ რეგიონში, ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას.
მსგავსი სტატიები
- 454 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 45აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
- 442024 წლის 21 მარტს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის პირველი, გასვლითი სახის შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრები ბახვი ჰესის სამშენებლო ბანაკს სტუმრობდნენ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მდებარეობს. ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო სამშენებლო…
- 44ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
- 4327 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…