დღეს, სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციის შესახებ სკოპინგის ანგარიში განიხილეს.

ჟურნალისტები, ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთი-ლიხაურის მარშრუტის მიკროავტობუსით მივედით. ჩვენს კითხვაზე მგზავრებისადმი, იცოდნენ თუ არა მათ სოფელში ცემენტის საწარმოს მოწყობის თაობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ, უარყოფითად გვიპასუხეს, მხოლოდ ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ სოფლის ცენტრში რაღაც უნდა განიხილონო.

სამწუხაროდ, განხილვას ლიხაურიდან რამდენიმე ადამიანი დაესწრო. იყვნენ სოფელ მაკვანეთის წარმომადგენლები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიხაურში ნანა წითლიძემ განაცხადა, რომ მერის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად იზრუნეს (პირადად, სოციალური ქსელითაც), რომ მოსახლეობა ინფორმირებული ყოფილიყო ამ განხილვის შესახებ, თუმცა განხილვაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის აზრით, სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ შესაბამისი განცხადება იდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ვებ.გვერდზე, ასევე სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ წინა დღით, მობილურების საშუალებით მიიღეს შეტყობინება ამ განხილვის შესახებ, რაც მათი აზრით საკმარისი ღონისძიება იყო მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის.

განხილვა მწვავედ წარიმართა.

_ლიხაური დიდი ექვთიმეს მშობლიური სოფელია. აქ არის უძველესი ტაძრები, სხვა ისტორიული ნაგებობები. ეს არის ტურისტული ზონა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტია. მდინარე აჭისწყალი ისეთ მდგომარეობაშია, იქ კალმახი აღარ არის. კი აქვს დამსახურება იმდენი ექვთიმე ღვთისკაცს, კი აქვს დამსახურება ამ სოფელს ყველა ომში, ეროვნულ მოძრაობაში, რომ ასეთი საწარმო არ გაკეთდეს _თქვა ლიხაურელმა ჯანიკო გორდელაძემ. (გამოსვლელების  შესახებ შემდეგ შემოგთავაზებთ).

როგორც საკონსულტაციო კომპანიის და შპს „მწვანე მრჩევლების“ წარმომადგენლებმა გიორგი თევზაძემ და ლევან ოზბეთელაშვილმა აღნიშნეს საწარმო კვაჭალათის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის აუზიდან 90 მეტრში იქნება განთავსებული, ნედლეულს თურქეთიდან ჩამოიტანენ და დღე-ღამეში 1200 ტონა ცემენტს აწარმოებენ. საწარმო თვეში 15 სამუშაო დღეს იქნება დატვირთული. წლიური წარმოება 216 000 ტონა ცემენტი იქნება. პროდუქციის მისაღებად გამოყენებული იქნება ელექტროენერგია. საწარმოს ექნება დამჭერი ფილტრები.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო კომპანიის მიერ საწარმოს აგების შემთხვევაში მოსალოდნელი რისკების შესახებ მწირად იყო წარმოდგენილი.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შესაძლებელია წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

მსგავსი სტატიები

  • 76
    „აქ მოხდება ცემენტის შესაბამისი ნედლეულის შემოტანა, შეკუპაჟება და და ადგილზე დაფასოება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მშენებლობის  თემა მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. მიმდებარე კვაჭალათის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ სოფელში ეკოლოგიურად საშიში ცემენტის ქარხნის ამოქმედებას. მოსახლეობის ასეთი განწყობის ერთ-ერთი საბაბი სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში 2024 წლის 2 დეკემბერს გამართული სკოპინგის ანგარიშის განხილვაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე…
  • 71
    აშენდება თუ არა ცემენტის ქარხანა ოზურგეთშიოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ  ჯერ ტყვიის  და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის  ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
  • 69
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 68
    „პარვუს ჯგუფი“_პასუხგაუცემელი კითხვებირამდენიმე დღის წინ  რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…
  • 68
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…