საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს.

 

GFF Awards 2024

2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი:

გამარჯვებული – საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული  ნაკრების მეკარე _) გიორგი მამარდაშვილი.

ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. სამეულს შესაბამისი ქულები (5, 3, 1 ქულა) რიგითობის პრინციპით მიენიჭა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:

ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა;

ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა;

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა;

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა

 

მსგავსი სტატიები