უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, – განაცხადა მიჰალ შჩერბამ.
ასევე, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს.
„პრეზიდენტი ამ ქვეყნის ლიდერია და ჩვენ საქართველოს ევროპული გზისთვის მასთან უნდა ვითანამშრომლოთ“, _ აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 79
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…
- 78
გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…
- 78
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 77
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…
- 75
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა. მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა. „მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ…