ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა.
ისინი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებმა მოგზაურობის ხალისი დაკარგეს და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დააბრუნოს.
„უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, რაშიც ვცხოვრობდით. ძალიან განერვიულებული და აღშფოთებული ვარ. რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და ამდენი ტყუილის მოსმენა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 73საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…
- 72გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 70გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…
- 68ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა. მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა. „მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ…
- 68„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…