ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები, – ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისწრაფებების სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დავით გამოირჩა, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და დარღვევების, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ცნობების საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ, ცნობების, რამაც საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია“, – აცხადებენ პრეზიდენტები.
პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ასევე იმ პირების დაკავებას, რომლებიც თავიანთ უფლებებს იყენებენ, მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს ერთმანეთს ლიეტუვაში, ქალაქ კლაიპედაში შეხვდნენ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 77როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 76ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 76გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…
- 74აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი.“_ განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლოს კითხვის საპასუხოდ. „როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური…
- 73ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…