საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ბახუშტი მენაბდეს ესაუბრა.

– ბატონო ვახუშტი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და არასამთავროების სარჩელზე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელის მიღებასა და არსებით განხილვაზე უარი თქვა. ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვრცელი განცხადებაც გაავრცელა.

თქვენი შეფასებით, სამართლებრივი და იურიდიული თვალსაზრისით, რამდენად გამართული აღმოჩნდა თქვენთვის საკონსტიტუციო სასამართლოს უარი სარჩელის არსებით განხილვაზე?

– აქტს, რომელიც მოსარჩელეს საქმის არსებით განხილვაზე უარს ეუბნება, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ჰქვია . ამ განჩინებას გავეცანი. ჩემი შეფასება როგორც იურისტის ასეთია – ეს არის ძალიან სუსტი გადაწყვეტილება დასაბუთების თვალსაზრისით.

სასამართლოს მთავარია იარაღია დარწმუნება, სასამართლომ არგუმენტებით უნდა დაგვარწმუნოს. ყოველ შემთხვევაში უნდა ეცადოს. სასამართლოს ჯარი და პოლიცია არ ჰყავს, მისი მთავარი იარაღია მსჯელობა. პრეზიდენტისა და არასამთავროებისების სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა საკმაოდ სუსტია. ძალიან ზედაპირულად და სწორხაზოვნადაა განხილული ეს საქმე.

სასამართლოს მთავარია იარაღია დარწმუნება, სასამართლომ არგუმენტებით უნდა დაგვარწმუნოს. ყოველ შემთხვევაში უნდა ეცადოს. სასამართლოს ჯარი და პოლიცია არ ჰყავს, მისი მთავარი იარაღია მსჯელობა. პრეზიდენტისა და არასამთავროებისების სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა საკმაოდ სუსტია. ძალიან ზედაპირულად და სწორხაზოვნადაა განხილული ეს საქმე

ცხადია, ამას ემატება ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ სარჩელზე ზეპირი განხილვა არ გაუმართავს. საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო განხილვის ვალდებულება არ აქვს, მაგრამ, როდესაც ასეთი მნიშვნელობის საქმეა, როცა საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, სასამართლო თავად უნდა იყოს დაინტერესებული ყველა შესაძლო არგუმენტი გამოიკვლიოს. მითუმეტეს, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაწერის ვადად სამი დღე ჰქონდა და შესაძლოა, მას სარჩელში ყველა არგუმენტი ვერ დაენახა.

ჩემი აზრით, იმ სარჩელში არგუმენტების დანახვა შეიძლებოდა, მაგრამ, თუ სურდა მეტი რამ დაენახა, ზეპირი განხილვა უნდა ჩაეტარებინა და მოსარჩელეებისთვის საჯარო განხილვის საშუალება უნდა მიეცა, მაგრამ, მან არც ეს არ გააკეთა. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება 26 ოქტომბრის არჩევნების თემაზე ნამდვილად ვერ ჩაითვლება ქართული იურიდიული აზროვნების სანიმუშო დოკუმენტად. რეალურად, რას გვეუბნება სასამართლო ? – დავა ორ თემაზე იყო, ერთი ფარულობის დარღვევა და მეორე საყოველთაობის დარღვევა ემიგრანტებთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება 26 ოქტომბრის არჩევნების თემაზე ნამდვილად ვერ ჩაითვლება ქართული იურიდიული აზროვნების სანიმუშო დოკუმენტად

საყოველთაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა – მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ ნამდვილად იყო საკმარისი რაოდენობის მოსარჩელე საზღვარგარეთის უბნებზე, ანუ მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს. მეორე, ფარულობის საქმეზე მან თქვა – ჩემი საქმე არ არის მელნის გაჟონვის ინტენსივობის თემის გარკვევა.

სინამდვილეში, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად არასწორად დაინახა ამ საკითხში თავისი როლი. სასამართლომ იმაზე იმსჯელა მისი განსჯადია თუ არა ეს საქმე. არსებობს მინიმალური კრიტერიუმი საქმეზე პრეტენზიასა და კონსტიტუციას შორის. მას შეიძლება ეთქვა, – პრინციპში მე აქ ლოგიკას ვხედავ, შევიკრიბოთ და განვიხილოთ. ჩვენ რომ დასაშვებობაზე ვმსჯელობთ და არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ჩემი აზრით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ, ახლა ამაზე არაფერს ვამბობ.

საყოველთაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა – მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ ნამდვილად იყო საკმარისი რაოდენობის მოსარჩელე საზღვარგარეთის უბნებზე, ანუ მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს. მეორე, ფარულობის საქმეზე მან თქვა – ჩემი საქმე არ არის მელნის გაჟონვის ინტენსივობის თემის გარკვევა

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა – დავა არ არის ჩემი განსახილველიო. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დავა დაახურდავა ფურცლის გრამაჟზე და მელნის ინტენსივობაზე. რაც ცუდია თავად სასამართლოსთვის, რადგან მას აქ შეეძლო დაენახა კონსტიტუციური დავა.

სარჩელში სამი კითხვა იყო, რომლისთვისაც სასამართლოს პასუხი უნდა გაეცა – 1. ვის კისერზეა მტკიცების ტვირთი საზღვარგარეთის უბნებთან დაკავშირებით? საუბარია იმაზე, როცა მოქალაქეებს არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ოპოზიციამ თუ ცესკომ უნდა წარმოადგინოს იმის მტკიცებულება, რომ უბნებზე ხალხია ცოტა და ხალხმა ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა. ეს ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს თუ პრეზიდენტმა, ან ცესკომ?

სასამართლომ თქვა, რომ ეს ოპოზიციის და პრეზიდენტის საქმე იყო. არადა საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ ეს ცესკოს საქმე იყო. მე-2 საკითხი, რომელიც უკავშირდება ფარულობას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განეხილა და ეპასუხა კითხვაზე – ვისი პასუხისმგებლობა იყო ხმის ფარულობის უზრუნველყოფა – ცესკოსი, რომ ეს მარტივი ყოფილიყო, თუ ამომრჩევლის, რომელსაც აკრობატული ილეთები უნდა ჩაეტარებინა იმისთვის, რომ ფარულობა არ დარღვეულიყო.

მე-2 საკითხი, რომელიც უკავშირდება ფარულობას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განეხილა და ეპასუხა კითხვაზე – ვისი პასუხისმგებლობა იყო ხმის ფარულობის უზრუნველყოფა – ცესკოსი, რომ ეს მარტივი ყოფილიყო, თუ ამომრჩევლის, რომელსაც აკრობატული ილეთები უნდა ჩაეტარებინა იმისთვის, რომ ფარულობა არ დარღვეულიყო

მესამე კითხვა იყო ის, რას ნიშნავს ფარულობის დარღვევა? ფარულობის დარღვევა მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ვის მიეცი ხმა? თუ იმასაც თუ ვის არ მიეცი ხმა?

ეს ძალიან სპეციფიკური დავაა, ამ დავის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა საერთო სასამართლოების მიერ შემოთავაზებული განმარტება შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას?

საერთო სასამართლოებმა ჩვენ გვითხრეს რომ 1. პასუხისმგებლობა ხმის ფარულობაზე ეკისრება მოქალაქეს, და მეორე – ფარულობის დარღვევა ნიშნავს იმას, თუ ვის მიეცი ხმა და არა იმას, ვის არ მიეცი ხმა.

ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და დაინახა მხოლოდ ფურცლის გრამაჟისა და მელნის ინტენსივობის შესახებ დისკუსია.

– დიდი მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 26 ოქტომბრის სარჩელებზე მეტ-ნაკლებად ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბევრს არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიებისა და სამართლებრივი ბრძოლის გზა სრულად ამოწურულია? – დიახ, ფაქტობრივად ასეა.

– ვითარებაში როცა „ქართული ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია, ყოველ შემთხვევაში არც აშშ-ს და არც ევროპის წამყვან ქვეყნებს 28 ოქტომბრის არჩევნები არ უღიარებიათ, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის მართვას და 14 დეკემბრისთვის ქვეყნის მე-6 პრეზიდენტის არჩევნებიც დაინიშნა.

მანამდე კი, ხელისუფლების ძალოვნები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ფაქტია, რომ ძალადობის ფორმებმა და მასშტაბებმა შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. ამის ფონზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შს-ს მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

თუმცა, ძნელი წარმოსადგენია პოლიციელები და სამართალდამცავები ისე ექცეოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, როგორც ისინი ამას რუსთაველზე შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ. პრემიერის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები კიდევ გაგრძელდება. თქვენ როგორ შეაფასებდით სამართალდამცავების მიერ ერთი მხრივ „საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას? და მეორე მხრივ პრემიერის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს?

– ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას. ამიტომ, ჩვენ მისგან ძალის დემონსტრირება არ უნდა გაგვიკვირდეს.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების წინააღმდეგობა, რომელიც ქართველ ხალხშია ახლა გატეხა, ის არ დაინდობს არავის და ეცდება მთლიანად მოასუფთაოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების წინააღმდეგობა, რომელიც ქართველ ხალხშია ახლა გატეხა, ის არ დაინდობს არავის და ეცდება მთლიანად მოასუფთაოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან ?

ჩვენ არჩევნებამდე ვნახეთ პარტიების აკრძალვის დაპირება, ახლა მოვისმინეთ რეპრესიების დაპირება. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ემსახურება არა მხოლოდ ხალხის შეშინებას, არამედ ეს რეალური მუქარაა. არავითარი მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს, რომ ეს მუქარა არ შესრულდება.

როდესაც ხელისუფლება იწყებს პროცესების ძალით მართვას, მას უკვე აღარ სჭირდება არც ერთი ოპონენტი, მისი ერთად ერთი ამოცანაა საზოგადოებრივი აზრი გახდეს ერთფეროვანი და მის მიმართ მორჩილი. მისი მთავარი მიზანი ესაა. ამ მიზნის მისაღწევად ის ყველა ხერხს გამოიყენებს და მერე უკვე რა მოხდება, ბრუტალურად თუ ნაკლებად ბრუტალურად, ეს უკვე მისი გემოვნების საკითხი იქნება.

ჩვენ არჩევნებამდე ვნახეთ პარტიების აკრძალვის დაპირება, ახლა მოვისმინეთ რეპრესიების დაპირება. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ემსახურება არა მხოლოდ ხალხის შეშინებას, არამედ ეს რეალური მუქარაა. არავითარი მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს, რომ ეს მუქარა არ შესრულდება

– რადგან ოპონენტებთან დამოკიდებულება ახსენეთ, გკითხავთ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ოპონენტებთან დებატებისთვის მზადაა.

მის ამ განცხადებას ბევრი გამოეხმაურა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. უცნაური ისაა, რომ არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ლამის მთელ ოპოზიციას „რადიკალურ ოპოზიციად“ მიიჩნევდნენ. მეტიც, „კოლექტიური დასავლეთისა“ და ამერიკის აგენტებად მოიხსენიებდნენ და მაშინ არ ჰქონიათ სურვილი მათთან დებატების გამართვის სურვილი. ახლა ეს სურვილი რამ გაუჩინა გაუგებარია. თუ ხელისუფლებას მასთან ოპონირების რეჟიმში მყოფ საზოგადოებასთან დებატები უნდოდა, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა, თან არაპროპორციული ძალის გამოყენება რატომ აირჩია საზოგადოებასთან საურთიერთობო ენად. სავარაუდოდ, რას შეიძლება ემსახურებოდეს „ქართული ოცნების“ ინიციატივა საზ.მაუზე გამართოს ოპონენტებთან დებატები?

– „ქართულ ოცნებას“ სურს, როგორმე შეასუსტოს საზოგადოების წინააღმდეგობა. ის ამისთვის კომბინირებულ ინსტრუმენტებს იყენებს. ერთი მხრივ ეს არის ძალა, რაზეც უკვე ვისაუბრე, მეორე მხრივ ეს არის საზოგადოების დარწმუნება.

„ქართული ოცნების“ მმართველობა, მხოლოდ ძალას ეყრდნობა და ეს დებატები ემსახურება იმ ილუზიის შექმნას, თითქოს „ქართული ოცნების“ მხარეს რაიმე არგუმენტები არსებობს

მას არ უნდა საკუთარი მომხრეები დაკარგოს, თუ ასეთები შერჩა, ამიტომ, სურს აჩვენოს ის, რომ თითქოს, არსებობს არგუმენტები, რომ მთავრობას შეუძლია ხალხს დაანახოს სიმართლე.

მაგრამ, ეს ილუზიაა, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობა, მხოლოდ ძალას ეყრდნობა და ეს დებატები ემსახურება იმ ილუზიის შექმნას, თითქოს „ქართული ოცნების“ მხარეს რაიმე არგუმენტები არსებობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

წყარო: ion.ge

მსგავსი სტატიები

  • 76
    დონალდ ტრამპი - ძალიან თავდაჯერებულად ვარ, როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს - არჩევნები დაძაბულიც კი არ იქნებააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „დარწმუნებულია“ , რომ მოიგებს და საპრეზიდენტო არჩევნები „დაძაბულიც კი არ იქნება“. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ტრამპმა ხმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან…
  • 75
    „კომლი“ _ ოჯახური ტრადიციები უცხოელი ვიზიტორებისათვისკომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
  • 73
    ვითომ  „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის გაბრიყვებას.გადავარჩინოთ გურიის მდინარეები  ეს ის ” პარვუს ჯგუფია” სოფელ გომის მიმდებარედ მდ. ბჟუჟს რომ უპირებს საბიტკოინედ დაშრობას. თაღლითური სქემით შემოპარული კომპანია 6 დან 30 მგვტ – მდე ზრდის ჰესების სიმძლავრეს რეალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და გათვლის გარეშე. წვეთ წყალს არ დატოვებენ საპროექტო არეალში რამდენიმე კმ. მანძილზე.თან სხვადასხვა ვითომ  „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის…
  • 72
    საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 72
    „პირველი სავაჭრო სახლი“ საკუთარ ბაზარზე გურული ღვინოების შემოტანას იწყებს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“   „ძირითადი პრობლემა სტაბილურობის დეფიციტია – ანუ, შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩე და ოჯახი ვერ გამოკვებო.  ამიტომაა სპეციალისტების ნაკლებობაა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში წავიდა, შესაძლოა აქ ყოველთვიურად და წლიურად უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგალითად ნებისმიერ ხელოსანს, მაგრამ როგორც…

არ გამოტოვოთ