საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მოსწავლეთა შორის ღია საჭადრაკო ჩემპიონატი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა ქალთა და ვაჟთა შორის ოზურგეთის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს.
ჩემპიონატში ძირითადად სასკოლო ასაკის ის 16 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომლებიც წლის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდნენ სხვადასვა დონის რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. დებულებით, ჩემპიონატს უნდა გამოევლინა ის რვა(I-VIII ადგილები) მოჭადრაკე ,რომლებიც მონაწილეობას მიიღებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ჩემპიონატში. უნდა აღინიშნოს, ზოგადად ბავშვებმა კარგი სათამაშო დონე და საინტერესო პარტიები აჩვენეს. იყო დასანანი შეცდომებიც(განსაკუთრებით ცაიტნოტებში),რომლებმაც გათამაშების საბოლაო ცხრილზეც იქონია გავლენა, თუმცა საბოლაოდვ ადგილები მაინც ლოგიკურად გადანაწილდა და წინასწარ გაკეთებულ მოსალოდნელ შედეგებს დიდად არ დასცილებია. მაგალითად თავიდანვე ეჭვს არ იწვევდა ნიკოლოზ ბარამიძის წარმატება, რომელიც გურიის წლევავანდელ ჩემპიონატში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან 7 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვა და მოსწავლეთა შორის მუნიციპალიტეტის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ჭაბუკთა შორის ვიცე-ჩემპიონობა და გოგონათა შორის ჩემპიონობა ლიზი ვასაძემ მოიპოვა, რომელმაც წელს, დინჯი და გააზრებული თამაშით არაერთხელ გამოიჩინა თავი. მესამე ადგილზე 5 ქულით აკაკი სალუქვაძე გავიდა, IV საპრიზო ადგილი 4,5 ქულიან ბაქარ მახარაძეს ერგო. ეს უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდები ჭადრაკს მეტ დროს რომ უთმობდეს, შეუძლიათ სერიოზული სიტყვა თქვან დიდ ჭადრაკში. მომდევნო გამსვლელ სამ ადგილზე თანაბარი ქულებით(4-4) გიორგი სალუქვაძე,მარიამ მახარაძე და ლიკა ღლონტი გავიდა. მიუხედევად, იმისა მათ რამდენიმე მოსაგები, თუ საყაიმო პარტია ხელიდან გაუშვეს, თუმცა მათ მომზადების დონით ნადვილად შეუძლიათ ღირსეულად წარმოაჩინონ თავი უფროსებთან ასპარეზობაშიც. კარგად ითამაშეს 3,5-3,5 ქულიანმა ანდრია ადეიშვილმა  და ანდრია ლომაძემ, მართალია მათ ქულათა 50% ვერ გადალახეს, მაგრამ გამსვლელ რვაეულში ინარჩუნებენ მოხვედრის შანს. სხვათაშორის მხოლოდ ანდრია ადეიშვილმა შეძლო ჩემპიონთან ყაიმის გაკეთება. საბოლაო შედეგები ასე გამოიყურება:
აბსოლუტურ ჩათვლაში:
1. ნიკოლოზ ბარამიძე
2. ლიზი ვასაძე
3. აკაკი სალუქვაძე
4. ბაქარ მახარაძე
გოგონათა შორის:
1. ლიზი ვასაძე
2. მარიამ მახარაძე
3. ლიკა ღლონტი
წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით,მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

მსგავსი სტატიები

  • 79
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 78
    მოსწავლეთა საჭადრაკო ფორუმი.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში მიმდინარეობს მოსწავლეთა შორის მუნიციპალური ღია ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის,რომელიც იმავდროულად წარმოადგენს, ვაჟთა და ქალთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსაც. 16 მონაწილეს შორის უმეტესობა გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭადრაკეა, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში, წელს წარმატებით მონაწილეობდნენ რეგიონალურ, თუ რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით,7 ტურად ტარდება. საბოლაო შედეგების…
  • 76
    ოზურგეთის ღია საჭადრაკო ტურნირზეოზურგეთის ღია საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც 8 და 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის იმართება, 3 ტურის შემდეგ დაწინაურდნენ გაბრიელ სალუქვაძე , სოფო რატიანი, ბაქარ მახარაძე და ანდრია გოგელია. დარჩენილ 4 ტურში, თითქმის ყველა მონაწილე ინარჩუნებს შანსებს საპრიზო ადგილებზე გასასვლელად.
  • 75
    ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს,  როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…
  • 74
    გიორგი სალუქვაძე,დემეტრე გოგიტიძე ჩემპიონები არიანსაჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 12 და 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელიც წრიული სისტემით, ცალცალკე მიმდინარეობდა 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებში მოულოდნელობა არ ყოფილა ლიხაურელი გიორგი სალუქვაძის პირველი ადგილი.მისთვის გასულ წელი საკმაოდ წარმატებული იყო და იმედი გვაქვს წელსაც გააგრძელებს აღმა სვლას. მეორე საპრიზო ადგილზე ლევან ვაშალომიძე გავიდა,…