შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის
დაკავებულია 26 პირი.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 90
    შსს - დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებმაც პირი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო/ვიდეო და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი გასაჯაროებით დაემუქრნენ - დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. „გამოძიებით…
  • 89
    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 18 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა…
  • 86
    პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…
  • 86
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო…
  • 84
    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971…