ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა.
სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს.
მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი.
1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“
1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ.
წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის „გიგანტის“ მთავარ მწვრთნელად.
იყო ბავშვთა საფეხბურთო კლუბის „ბასას“ დამფუმძნებელი და მთავარი მწვრთნელი.
მრავალი წლები ვიმუშავე მის გვერდით და მისი ხელმძღვანელობით.სიკეთისა და სიყვარულის კაცი იყო მირიანოვიჩი,ყველას რომ უყვარდა და ყველანი პატივს სცემდა.
კაცი ღირსეული წავიდა და თან წაიღო სიკეთითა და პატიოსნებით სავსე თავგადასავალი ჩვენ დაგვიტოვა კარგი ადამიანობის თვალსაჩინო მაგალითი.
ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ოზურგეთის „მერცხალის“ ისტორიას.
მაგრად გვაკლიხარ და გვენატრები ჩვენო მირიანოვიჩ._ წერს ხარიტონ ჩხატარაშვილი.
მსგავსი სტატიები
- 93
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
- 92
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
- 86
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
- 83
დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…
- 82
დღეს,85 წელი შესრულდა იური სიორიძის დაბადებიდან. რთული იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები საქართველოში. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ დროს ოზურგეთის პოლიციას გამოცდილი იურისტი იური სიორიძე ხელმძღვანელობდა. ბევრ ოზურგეთელს ახსოვს იმჟამინდელი პოლიციის წინ,სკვერში ასეულობით ოზურგეთელის წინ პოლიციის უფროსის სიტყვები: „ან წესრიგს დავამყარებთ ოზურგეთში,ან…