შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი.
მსგავსი სტატიები
- 74
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე… - 74
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის… - 72
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, 1983 წელს დაბადებულმა ს.ი.-მ, 2006 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ და 1986 წელს დაბადებულმა ს.კ.-მ, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ… - 72
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა… - 71
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაცის შსს ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ან…