6 – 7 დეკემბერს ქ. ქუთაისში ალპაგუთში მსოფლიო თასი გაიმართა. (ალპაგუთი თურქული და აზერბაიჯანული საბრძოლო ხელოვნებაა)
შეჯიბრს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ასპარეზობა ქუთაისის მერიისა და მსოფლიო ალპაგუთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
შეჯიბრში თვრამეტი ქვეყანა , ხუთასამდე სპორტსმენით იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის ხუთი სპორტსმენი ( მწვრთნელი ირაკლი ტუღუში)
ხუთი სპორტსმენიდან ოთხმა მოახერხა და შინ მედალი წამოიღო
I ადგილი
ნიკოლოზ ბარბაქაძე – 7 წლის (25 კგ)
II ადგილი
დანიელ ხუციშვილი – 8 წლის ( 27 კგ )
საბა ჟორჟოლიანი – 7 წლის ( 25 კგ )
III ადგილი
ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 8 წლის ( 27 კგ )
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის ირაკლი ტუღუშმა მოამზადა.
,, მიხარია, რომ პრესტიჟულ ტურნირზე, 4 მედალის მოპოვება შევძელით. ჩემთვის და ვფიქრობ მთელი ოზურგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! გული მწყდება, რომ ლუკა ჩანჩიბაძემ, ჩემმა მეხუთე სპორტსმენმა სუფთად გაიმარჯვა და მსაჯებმა დამიჩაგრეს, ისევე როგორც ნიკოლოზ ერქომაიშვილი, რომელიც , რომ არა მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილება, მესამე ადგილზე გავიდოდა… ვიტყვი იმასაც, რომ დანიელ ციციშვილმაც მსაჯების გამო დათმო ბრძოლა.
რაც შეეხება პატარა მონაწილეებს ტურნირის ჩემპიონს, ნიკოლოზ ბარბაქაძეს და ტურნირის ვიცე-ჩემპიონს საბა ჟორჟოლიანს, ისინი ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ. დაძაბული ორთაბრძოლა იყო და გამარჯვება ნიკოლოზმა მოიპოვა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ბრწყინვალე ასპარეზობისთვის. ჩემმა ბავშვებმა ტატამზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. მათმა ბრძოლამ მსაჯებიც კი აღფრთოვანებაში მოიყვანა.
აღმოსავლური ორთაბრძოლების სექცია ამ მასშტაბური ტურნირით ასრულებს 2024 წელს და იმედს ვიტოვებ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება “- ირაკლი ტუღუში – შავი ქამარი 7 დანი ტაეკვონდო ჯიდოკვანში და შავი ქამარი 8 დანი კემპო კარატეში, ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი.
+3
ყველა რეაქცია:
17
მსგავსი სტატიები
- 7929-30 ნოემბერს ქ,. ქუთაისში, ბ/ რ ჭიდაობაში ჭაბუკებსა და უმცროს ჭაბუკებს შორის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასპარეზობაში საქართველოს გარდა შვიდი ქვეყანა: ჩინეთი, ლატვია.ლი ეტუა, ესტონეთი, პოლონეთი, სომხეთი და შვედეთი იღებდა მონაწილეობას. ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებიდან, შვიდი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო წამოიღო ოზურგეთის…
- 78ქალაქ თბილისში 3 - 5 დეკემბერს ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ასპარეზობაში მოჭიდავეები მთელი საქართველოდან იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ცხრა მედალი, აქედან ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო მოიპოვეს. I ადგილი ერეკლე თავბერიძე…
- 7811 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
- 773 - 6 დეკემბერს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ტაეკვონდოში ( ოლიმპიური სახეობა) საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში ხუთასამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის სპორტსმენები. ჩვენმა ბიჭებმა შინ ორი ოქრო და ჩემპიონის ტიტული წამოიღეს. I ადგილი საბა გოგაძე - 16 წლის…
- 77ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2010 - 2011 წწ დაბადებულია შორის) საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ფართომასშტაბიანი იყო და მასში: ხელვაჩაურის, ხულოს, ბათუმის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაღდათის,ლანჩხუთის ზესტაფონის, ოზურგეთის, ფოთისა და ხობის სასპორტო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და…