სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
სააგენტოს განცხადებით, შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება).
„დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს. შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.
„ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს, შესაძლოა, დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას. ძირითადი ფაქტორი ღორის ხორცია, თუმცა რეზერვუარი, შესაძლოა, იყოს სხვა გარეული ცხოველი და ცხენი.
ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს, შეიძლება, ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 83„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
- 81ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
- 81კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
- 78დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
- 75ლანა ჟღენტი, 32 წლის, კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელი „რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე,საცხოვრებლად სოფელში წამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის დაწყებული საქმე, ჩაის წარმოება გამეგრძელებინა. ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვან შედეგამდე მივედი. საქმიანობის სფერო გავაფართოვე და დღეს ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად…