თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.
ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.
ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
წყარო:ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 84მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
- 82კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 80
- 80