კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე

საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში.

სწორედ აქ, მამა-პაპისეულ კარმიდამოში, „კომლის“ დამფუძნებლებმა,  მათი ოჯახური ტრადიციები უცხოელი ვიზიტორებისთვის საინტერესო გამოცდილებად აქციეს.

ამჟამად კომლის „მეთაურის“ ლიკა მეგრელაძის ქალიშვილი და სიძე ბიონატურალურმშენებლობაზე მუშაობენ _  ნამჯის სახლს აშენებენ.

ჩვენი ინტერვიუს დროს, ლიკა მეგრელაძის „კომლს“ 6 გერმანელი ტურისტი ჰყავდა სტუმრად.

_აქ ერთხელ თუ მოხვდი, კვლავ გაგიჩნდება მეორედ მოსვლის სურვილი. მინდა ქართველები მეტად გავიცნო, ამისთვის კი,  უპირველესად მათ ტრადიციებს  უნდა ვიცნობდე.ულამაზესი ბუნება გაქვთ, საუკეთესო კერძები. ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩამოვა ჩვენს მშობლიურ ქალაქ დორტმუნდში. თქვენც გვეწვიეთ, გვითხრა გერმანელმა ტურისტმა, სახელად კურტმა.

ინტერვიუ ლიკა მეგრელაძესთან

_ მე-19 საუკუნის ბოლოს, სოფელ წითელმთაში, ამ სახლში ლაზარე ჩიტაიშვილი ცხოვრობდა. ლაზარეს ორი ქალიშვილი ჰყავდა, ამათგან უფროსი, მართა, გათხოვილი იყო ასევე გურულ რაჟდენ სადრაძეზე. რაჟდენ სადრაძის ოჯახი იმ დროისთვის ძალიან შეძლებული იყო,  გურიიდან, სოფელ შემოქმედიდან ნოვოროსისკში იყო წასული, იქ ცხოვრობდა და სავაჭრო გემებისა და ღვინის სარდაფების მეპატრონე იყო. ჰყავდათ 5 შვილიდაძალიანბედნიერადცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ კომუნისტებმა ყველაფერი წაართვეს, შვილები ყველანი გაიქცნენ. ბატონი ლაზარეს მეორე ქალიშვილი ანა, გვერდით სოფელში იყო გათხოვილი, ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ლაზარეს მეუღლე რომ გარდაეცვალა, მიხვდა, მისი გარდაცვალების მერე კომლი გაქრებოდა და ამიტომ, იშვილ აშვილიშვილი, ანას ქალიშვილი მართა.  მიკროკლიმატითა და ვაზით განთქმულ მაღალმთიან სოფელ მთისპირიდან ჩამოისიძა ჯანმრთელი, ღონიერი ახალგაზრდა კაცი, ფილიპე მეგრელაძე და აქედან წამოვიდა ამ ოჯახში მეგრელაძეების გვარი. ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავდათ. იმ დროისთვის იშვიათი ამბავი იყო და აქედან სამი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. ბაბუაჩემმაც იქ გაიცნო ბებიაჩემი, ლოლაძის ქალი, საჩხერეში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო.

ოთხი შვილიდან, სამი ქუთაისში დაოჯახდა და ამასობაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. უფროსი ვაჟი იმ დროს ჯარში იყო და ომის პირველსავე დღეებში დაიღუპა. ბაბუაჩემს არ ეკუთვნოდა წასვლა, მაგრამ მაინც წავიდა, ჯერ დაიჭრა და მერე უკვე დაღუპვის ცნობაც მოვიდა. ერთი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა, რომელსაც ვაჟი შეეძინა. ამ დროს კომლში, სახლში მხოლოდ ერთი ვაჟი იყო დარჩენილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და მოხუცები მარტო იყვნენ. ბებია ჰყვებოდა, ჩემმა მამამთილმა, ამ ორმეტრიანმა კაცმა, ურმით ჩამომაკითხა საჩხერეში, უკვე თბილისში ვაპირებდი გამგზავრებას, ქვრივი ვიყავი და ვიფიქრე, ძმები დამეხმარებიან და შვილებს გამაზრდევინებენო. ჩამოვიდა ეს კაცი, დამიჩოქა და მითხრა_შვილო, ნუ დაგვღუპავ, წამოიყვანე ეს ობლები, ჩვენ დაგეხმარებით და გაგიზრდით, ნუ დამიქცევ ოჯახს და კერიას ნუ ჩამიქრობო. ხათრი ვერ გაუტეხა ბებიამ და წამოვიდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებთან. გარკვეული დროის მერე, უმცროსი ვაჟიც დაბრუნდა და ასეთი გაყოფა მოხდა_რადგან მამაჩემს მამა არ ჰყავდა და ობოლი იყო, ბაბუამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ ის რჩებოდა ოჯახში და ნაბოლარა ძმა უნდა წასულიყო. ასე გაგრძელდა აქ ცხოვრება – გაიზარდნენ მამაჩემი და მამიდაჩემი, მამიდაჩემი გათხოვდა, მამამ _ოთარმა დედაჩემი შეირთო ცოლად, მეც დავიბადე და აქ გავიზარდე, ერთადერთი შვილი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ამასობაში, ის„ბედნიერი“ 90-იანებიცმოგვადგა.  ბევრჯერ გაიქურდა ეს სახლი, წიგნებიც კი წაიღეს, ხალიჩებიც, მაგრამ დედა მაინც კბილებით ინარჩუნებდა ყველაფერს. ამ დროს, მე უკვე დაოჯახებული ვიყავი და თბილისში ვცხოვრობდი. ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული  მოზარდებისთვის შემოქმედებითი წერის სტუდია დავაარსე. ალუბლობას ლიტერატურულ კონკურსს ვაწყობდით. ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით. დედა 80 წლის რომ გახდა, (მამა 2012 წელს გარდაიცვალა) მივხვდით, რომ უკვე მარტოს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მოვლა და თან ჩვენც გვინდოდა, ახალი სული ჩაგვებერა აქაურობისთვის, სახლი აღვადგინეთ, დავიწყეთნელ-ნელა საქმიანობა.

_ თქვენს მეურნეობას ვაზის ნარგაობაც ამშვენებს.

_ტურიზმი თვითმიზანი არ არის.ეს ჩემი ოჯახის ცხოვრების წესია. მინდა ის კომლი აღვადგინო, რომელიც იყო მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. ჩაის ტური პირველი პროექტი იყო, მაგრამ კომლი ვერ იქნება ღვინის გარეშე. ჩემმა ამერიკელმა სიძემნოელ ბტოკეტმა, რომელიც ვაშინგტონში ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას, კომლში ვაზის გაშენების იდეა შემოგვთავაზა. ამ ტერიტორიაზეც ადრე ჩაი იყო გაშენებული, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, იფიქრეს, რომ უფრო მომგებიანი კულტურა გაეშენებინათ და  თხილის ხეები დარგეს. მოვიყვანეთ სპეციალური ტრაქტორი და დავიწყეთ თხილის ამოთხრა. მე აქ არ ვიყავი, დედაჩემმა დამირეკა, ძველი ქვევრები აღმოაჩინეს მიწაშიო. ამან დიდი როლი შეასრულა, რომ გაგვეშენებინა ძველი გურული ვაზის ჯიშები: „საკმიელა,“ „კამური,“ „სხილათუბანი,“ „მტევანდიდი“ და „ბადაგი.“

შარშან შემოდგომაზე 252 ბოთლი ღვინო „ჩხავერი“ ჩამოვასხით. ჩემს ღვინოს „კომლი“ ჰქვია.

_ კასრში სასტუმროს მოწყობა როგორ გადაწყვიტეთ?

_ტურისტებმა ფული რომ დატოვოს შესაფერისი გარემოც უნდა დაახვედრო.ამიტომ ეკოტურისტულ თავგადასავალად ვაქციეთ კასრი და ნალია და აქ სასტუმრო ნომრები მოვაწყვეთ.იმდენად კარგი პროექტი გამოვიდა, სტუმრები სიამოვნებით რჩებიან იქ.  თავდაპირველად ერთი კასრი გვქონდა, შემდეგ „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში კიდევ ორი კასრი შევიძინეთ კახეთში და დავდგით, სადაც თავგადასავალების მაძიებელი 6 ტურისტი თავსდება. ქვემოთ ბამბუკის ტყეა, იქვე ჩაის ბუჩქები, ქვემოთ პატარა მდინარე კიკვატაზე ჩემი ხელით შეჭედილი ნავით გასეირნება შეიძლება. ეზოს მალე „ჰობიტების სახლი“ დასრულებული სახით დაამშევენებს, მისი ენერგოეფექტურობა მაქსიმალური იქნება. ჩვენ ამით გარემოზე ზემოქმედებას შევამცირებთ.

_ რადგან ენერგოეფექტურობა ახსენეთ, რა ადგილი უკავია მას თქვენს საქმიანობაში? რა სიახლეები გაქვთ ამ კუთხით?

_ 2022 წელს ქალთა განვითარების პროგრამით 9 ათასი ლარი გამოგვიყვეს და 5 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური მოვაწყვეთ.  შარშან აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ელექტროენერგიაზე კაპიკი არ გადაგვიხდია. დაზოგილი ელექტროენერგია ნოემბერსაც გაწვდა. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის, ქარის, მზის ენერგიის სწორად გამოყენება ისე, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი მინიმუმადე  შემცირდეს. „ჰობიტების სახლზე“ გითხარით, რომელიც ხით, ნამჯით და მიწით შენდება, ცოტა იმისგან განსახვევებული ტექნოლოგიით, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში აშენებულა. თივით და გაცრილი წითელი მიწით ვზელთ საშენ მასალას.

ახლა წვიმის წყლის რეორგანიზაციის პროექტზე ვმუშაობთ.მინდა, მზის ენერგია გამოვიყენო ბოლომდე, მინდა, პატარა მდინარე კიკვატა გამოვიყენო სარწყავად და არმიწევდეს არტენზიული წყლით მორწყვა. მინდა, ეკოსოფლის დინამიკამი ვცე ამ ყველაფერს, დავდივარ და თითქოს წინაპრები მკარნახობენ, სად რა არის, სად რა უნდა ვქნა. ყველაფერი ისე მინდა გავაკეთო, როგორც თითქმის ორი საუკუნის წინ იყო, ოღონდ თანამედროვე ცოდნითა და მიდგომით.

_რას მოუწოდებთ ახალგაზრდებს?

_ უნდა დავუბრუნდეთ სოფელს. გამოკეტილი მამაპაპისეული სახლები უნდა გავაღოთ და მიწა დავამუშაოთ. ჩემს მიერ წარმოდგენილი მსგავსი ისტორიები გაითვალისწინოთ. დამიჯერეთ, ეს ქალაქში ოროთახიან ბინაში ცხოვრებას ნამდვილად სჯობს.

ნუგზარ ასათიანი

 

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან_ მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

მსგავსი სტატიები

  • 94
    საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 80
    ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალაბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 6 წლის ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი“ ავ­რცე­ლებს. მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გახ­და. ბავ­შვი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ლი­დან ზუგ­დიდ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ად­გილ­ზე ბავ­შვთა რე­ა­ნი­მა­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბის გამო, ბა­თუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მცი­რე­წლო­ვა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბის მიერ თვით­დი­ნე­ბით იქნა შეყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ჰქონ­და ცხე­ლე­ბის, სუნ­თქვის…
  • 79
    „პირველი სავაჭრო სახლი“ საკუთარ ბაზარზე გურული ღვინოების შემოტანას იწყებს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“   „ძირითადი პრობლემა სტაბილურობის დეფიციტია – ანუ, შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩე და ოჯახი ვერ გამოკვებო.  ამიტომაა სპეციალისტების ნაკლებობაა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში წავიდა, შესაძლოა აქ ყოველთვიურად და წლიურად უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგალითად ნებისმიერ ხელოსანს, მაგრამ როგორც…
  • 52
    ბახვი ჰესის ენერგოეფექტური LED განათებების სისტემა                  ბახმაროს წელს 20 000  დამსვენებელი სტუმრობდა     ბახვი ჰესის ინიციატივით, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროექტთან თანამშრომლობით, 2022 წლის ზაფხულს ბახმაროში, ცენტრალურ გზაზე ენერგოეფექტური ლედ განათებების სისტემა მოეწყო. შეიცვალა სრულად ამორტიზირებული ძველი სისტემა 4.5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც 128 ერთეული ბოძს და ელექტროგადამცემ ხაზს გულისხმობს.  ელექტროგადამცემი ხაზი, როემლიც საჰაერო იყო, მოთავსდა მიწაში მეტი დაცულობისთვის,…
  • 52
    „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ - გახარია ივანიშვილს პასუხობს  პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს პასუხობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არავის წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას. „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.  …